20:47 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-09-09 11:46:10, 4203 ნახვა

სამართალი
შსს-მ Skygirls-ში მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების საქმეზე კიდევ ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, თბილისში მდებარე ერთ-ერთ ბარში მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების საქმის გამოძიების ფარგლებში, მეხუთე პირი დააკავეს. გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედებებისა და ამოცნობის ჩატარების შედეგად, აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით, ბრალდებულის სახით დაკავებულია 1983 წელს დაბადებული ლ.ც.

ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, დანაშაული 2-დან 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ბარის 4 სხვა თანამშრომელთან ერთად, რომლებიც საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უკვე დააკავეს, დაწესებულების სტუმრებს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. მომხდარის შედეგად, ჯანმრთელობის დაზიანება მიიღო 1986 წელს დაბადებულმა ორმა პირმა - ი.ფ.-მ და ი.გ.-მ, რომლებსაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწიათ.

გამოძიება ორი ან მეტი პირის მიმართ ჯგუფურად ჩადენილ ჯანმრთელობის განზრახ დაზიანების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს. ასევე, გრძელდება ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებები ახალი გარემოებებისა და აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმესთან შესაძლო შემხებლობაში მყოფი სხვა პირების გამოკვეთის და დაკავების მიზნით“, - აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ერთ თვეში მეორე დარტყმა განახორციელა ნავთობის სატუმბი სადგურზე, რომელიც მოსკოვს საწვავს ამარაგებდა
ალიანსი: რეჟიმმა უნდა იცოდეს, რომ ელენეს ჯანმრთელობის დაზიანებისთვის მოუწევთ პასუხისგება
ირანი აშშ-ს დაბომბვის შემდეგ ბაჰრეინს დაესხა თავს
ტეხასის შტატში სკოლებში ბიბლიის სავალდებულო შესწავლა დამტკიცდა, გადაწყვეტილებას აშშ-ს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics