|
2020-09-08 13:06:55, 5197 ნახვა
კომენტარი
ბექა ლილუაშვილი - პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ზრდის მაჩვენებელი მიუთითებს, რომ ინვესტორები ენდობიან ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ პოლიტიკას
გლობალური პანდემიისა და ვირუსის გავრცელებით განპირობებული ეკონომიკური გამოწვევების მიუხედავად, საქართველოში, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მაჩვენებელი, 2020 წლის მე-2 კვარტალში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით გაზრდილია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ეკონომიკურ საკითხებში ბექა ლილუაშვილმა განაცხადა. მისივე განმარტებით, ეს მაჩვენებლებია იმ ფონზე, როდესაც გაერთიანებული ერების ორგანიზაციის პროგნოზის მიხედვით, 2020 წელს გლობალურად შემცირებულია კაპიტალის ნაკადები და მოსალოდნელია ინვესტიციების 40 პროცენტიანი კლება. „ამ მოცემულობაში, პანდემიის და ეკონომიკური კრიზისის ფონზე, საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ზრდის მაჩვენებელი მიუთითებს, რომ ინვესტორები ენდობიან ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ პოლიტიკას და პოზიტიურად არიან განწყობილი ქვეყნის ეკონომიკის გაჯანსაღებასთან დაკავშირებით. გარდა პირდაპირი უცხოური ინვესტიციებისა, ჩვენ ვაკვირდებით, რომ ეკონომიკა სტაბილიზაციის შემდეგ უკვე გადავიდა გაჯანსაღების ეტაპზე და ეტაპობრივად მცირდება ქვეყნის ეკონომიკის შემცირების მაჩვენებელი. ჩვენ ივნისში გვქონდა -7.7 პროცენტიანი შემცირება, ივლისში უკვე ეს მაჩვენებელი -5.5 პროცენტამდე შემცირდა. აღსანიშნავია, რომ სხვა ეკონომიკური მაჩვენებლები, ისეთი, როგორიც არის, მაგალითად ფულადი გზავნილების მაჩვენებელი, ფისკალური პარამეტრები, ხარჯვის მაჩვენებლები არის გაუმჯობესებული და ეკონომიკური აქტივობა გაჯანსაღდა გადამამუშავებელ მრეწველობაში, სამთო-მომპოვებლობით მრეწველობაში, რაც ეკონომიკის რეალური სექტორებია და დასაქმებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია. აღსანიშნავია მთავრობის ეკონომიკური პაკეტის როლიც, რადგან აღნიშნულმა გამოიწვია იმ შემცირებული მოხმარების დაბალანსება, რაც თან სდევდა კრიზისს და ადამიანებმა დაიწყეს მეტი ფულის ხარჯვა, გაზარდეს მოხმარება, რაც ეკონომიკას ეხმარება სწრაფად გამოვიდეს კრიზისიდან. შესაბამისად, ჩვენ ველოდებით, რომ ეკონომიკა სწრაფად აღდგება და მომდევნო წლის განმავლობაში ჩვენ უკვე გვექნება ეკონომიკური ზრდის საკმაოდ კარგი მაჩვენებლები“, - განაცხადა პრემიერის მრჩეველმა.
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
20 ივნისის საქმეზე გიორგი გახარიას წინააღმდეგ მაკო გომურმა სასამართლოს ჩვენება მისცა
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)