01:42 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-09-08 11:43:59, 5987 ნახვა

მსოფლიო
დონალდ ტრამპი - კორონავირუსის ვაქცინა შეიძლება მზად იყოს არჩევნებამდე

აშშ-ში კორონავირუსის ვაქცინა სურსათისა და წამლის ადმინისტრაციამ შესაძლოა ნოემბერში დაამტკიცოს. პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კი აცხადებს, რომ ვაქცინა შესაძლოა ამ „განსაკუთრებულ თარიღამდე“ შეიქმნას.

მიუხედავად იმისა, რომ ტრამპმა კონკრეტული თარიღი არ დაასახელა, მან განაცხადა, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა შეიძლება მზად იყოს არჩევნებამდე.

„ჩვენ ვაქცინის შექმნას ძალიან მალე ვაპირებთ. შესაძლოა, სპეციალურ თარიღამდეც კი შეიქმნას. იცით, რომელ თარიღზე ვსაუბრობ“, - დასძინა ტრამპმა.

პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ დღეს რომ აშშ-ში კვლავ ობამას ადმინისტრაცია იყოს, აშშ-ს ვაქცინა საერთოდ არ ექნებოდა.

 „პრეზიდენტი ტრამპი ამ ვაქცინას რეკორდულ დროში მიიღებს. სხვათა შორის, ეს რომ ობამას ადმინისტრაცია ყოფილიყო, თქვენ არ გექნებოდათ კორონავირუსის ვაქცინა სამი წლის განმავლობაში და ალბათ, საერთოდ არც გექნებოდათ", - განაცხადა ტრამპმა დღეს პრესკონფერენცია.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები 2027 წლის ივლისის ბოლომდე გაახანგრძლივა
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
საიამ მზია ამაღლობელის პოლიტიკური ბრალდების საქმეზე სტრასბურგში მეოთხე საჩივარი წარადგინა
თბილისში კაცი დაჭრეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics