14:23 - 16 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-14 09:43:54, 758 ნახვა

საზოგადოება
საჯარო სკოლებში სწავლა დაიწყო

საჯარო სკოლებში სასწავლო პროცესი დაიწყო. 

სასწავლო კვირების მინიმალურ რაოდენობად 34 კვირაა განსაზღვრული.  რაც შეეხება  კერძო სკოლებს, ისინი სწავლის დაწყების თარიღს თავად განსაზღვრავენ, თუმცა განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილის ლია გიგაურის განცხადებით, თუ გვიან დაიწყებენ სწავლას, დასრულებაც  გვიანვე მოუწევთ.

ამასთან, როგორც განათლების სამინისტროში აცხადებენ, გარკვეული ცვლილებები და სიახლეებია სასწავლო ნაწილში. მათ შორის, ეროვნულ სასწავლო გეგმაში, ასევე ინკლუზიური განათლების კუთხით.

სასწავლო წლის დაწყებას მოსწავლეებსა და პედაგოგებს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე ულოცავს. მინისტრის მილოცვა განათლების სამინისტრომ გაავრცელა.

„ჩვენს ძვირფას პედაგოგებს, სკოლის ადმინისტრაციას, სასკოლო საზოგადოებას, ჩვენს მოსწავლეებს და განსაკუთრებით პირველ კლასელებს, ვულოცავ ახალი სასწავლო წლის დაწყებას. გისურვებთ, რომ ეს წელი ყოფილიყოს თქვენთვის ნაყოფიერი და ჩვენი მოსწავლეების ნიჭიერების გამოვლენის წელი.

მე მინდა განსაკუთრებით მივმართო ჩვენს ძვირფას პედაგოგებს და ვუთხრა, რომ ჩვენთვის ეს წელი არის მასწავლებლის წელი. ჩვენ ერთად დავიწყებთ წელს მუშაობას ახალი სისტემის ფარგლებში, სადაც დამერწმუნებთ, მოვახერხებთ ყველა იმ პრობლემის დაძლევას, რომელიც აქამდე გვქონია.

წარმატებულ წელს გისურვებთ და არ დაგავიწყდეთ, რომ  თქვენს გვერდით განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და პირადად მე ვდგავარ“, - განაცხადა თამარ სანიკიძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ემანუელ მაკრონმა ვოლოდიმირ ზელენსკის მასსა და დონალდ ტრამპს შორის შეხვედრის ორგანიზება შესთავაზა
საქართველოს რკინიგზის ყოფილი ხელმძღვანელი დავით ფერაძე დააკავეს
საელჩო: დიდმა ბრიტანეთმა სანქციების ახალ პაკეტში შეიყვანა ხომალდი SILVAR, რომელიც წლის დასაწყისში საქართველოს პორტში იმყოფებოდა
„საქართველოს ბანკის“ წარმომადგენელმა NextGen Payments & RegTech Forum-ზე გამოცდილება გააზიარა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics