14:22 - 16 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-13 11:21:25, 813 ნახვა

საზოგადოება
თბილისში ყურძნის სარეალიზაციოდ სპეციალური ადგილები განისაზღვრა

რთველი 2015–ის ფარგლებში ყურძნის რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით, რეგიონების პარალელურად,  სპეციალური სარეალიზაციო პუნქტები თბილისშიც მოეწყობა.  სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, თბილისის მერიის მხარდაჭერით, ქალაქის მასშტაბით ყურძნის სარეალიზაციოდ  15  ადგილი განისაზღვრა.  ამ ეტაპისთვის გამოყოფილია 6 ძირითადი ტერიტორია, ხოლო საჭიროებიდან გამომდინარე  9  სარეალიზაციო პუნქტი დაემატება.  

თბილისსა და რეგიონებში სპეციალურად მოწყობილ ადგილებში, მევენახეები ყურძნის რეალიზებას  გადასახადის გარეშე შეძლებენ.

პირველ ეტაპზე, თბილისის მასშტაბით ყურძნის სარეალიზაციო ადგილები მოწყობილია შემდეგ მისამართებზე: ხეთაგუროვის ქუჩა (წმინდა ნიკოლოზის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორია) კონსტიტუციის ქუჩა;  ნორიოს აღმართი (კუკია);  პეტრე იბერის ქუჩა (დიდი დიღომი); პაიჭაძის ქუჩა (დიღმის მასივი); რესპუბლიკის მოედანი; 

საჭიროების შემთხვევაში, სპეციალური ადგილები დამაემატება შემდეგ მისამართებზე:დაბა წყნეთი;  9 ძმის ქუჩა (კუკია);  სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია;  გობრონიძის ქუჩა (მუხიანი);  ლიბანის ქუჩა (ავჭალა);  პეტრიწის ქუჩა (დიდი დიღომი);  ჩოლოყაშვილის ქუჩა;  ვაზისუბანი (თ.დავითაიას ქუჩის მიმდებარე ტერიტორია);  ერთიანობისთვის მებრძოლთა ქუჩა (ვარკეთილი); 

 დეტალური ინფორმაციის მიღება  შესაძლებელია  ცხელი ხაზზე:  247 01 01 

ყურძნის სარეალიზაციოდ სპეციალური ადგილები  საქართველოს ყველა რეგიონშიც მოწყობილია: ქუთაისი (ბალახვანის ასსართულიან კიბესთან და ტორპედის სტადიონის მიმდებარე ტერიტორია); რუსთავი (მე-12 მ/რ, სტამბოლის ბაზრის მიმდებარე ტერიტორია); ზუგდიდი (კედიას ქუჩა, ბაზრის უკანა მხარე); ამბროლაური (გამსახურდიას 2, ბაზრის ტერიტორია); ოზურგეთი (ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორია, საბთუმო ბაზრობა); გორი (მოსკოვის ქ. #1); ბათუმი (მაიაკოვსკის ქ#4, აღმაშენებლის ქ. ,,ხოფას ბაზარი“, გმირთა ხეივანი აბუსელიძის ქუჩის კვეთაზე);

 თვითმმართველ ქალაქებში არსებულ აგრარულ ბაზრებში რქაწითელის ჯიშის ყურძნის სარეალიზაციო ფასი 1.00 ლარიდან - 2.50 ლარამდე მერყეობს.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ემანუელ მაკრონმა ვოლოდიმირ ზელენსკის მასსა და დონალდ ტრამპს შორის შეხვედრის ორგანიზება შესთავაზა
საქართველოს რკინიგზის ყოფილი ხელმძღვანელი დავით ფერაძე დააკავეს
საელჩო: დიდმა ბრიტანეთმა სანქციების ახალ პაკეტში შეიყვანა ხომალდი SILVAR, რომელიც წლის დასაწყისში საქართველოს პორტში იმყოფებოდა
„საქართველოს ბანკის“ წარმომადგენელმა NextGen Payments & RegTech Forum-ზე გამოცდილება გააზიარა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics