|
2020-08-31 14:54:06, 2885 ნახვა
ეკონომიკა
ნათია თურნავა: მსოფლიო ბანკის ჩართულობით ნახევარი მილიონი ჩვენი მოსახლე, რთულად მიღწევად დასახლებებშიც კი მიიღებს მაღალი ხარისხის ინტერნეტს
„მსოფლიო ბანკმა მიიღო გადაწყვეტილება, 40 მილიონ დოლარამდე თანხით დააფინანსოს საყოველთაო ინტერნეტიზაციის ძალიან მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი - იგივე Log in Georgia, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოს ათასამდე დასახლებულ პუნქტში, მათ შორის ტექნიკურად რთულად მიღწევად დასახლებებში გვექნება ფართოზოლოვანი, ოპტიკურ-ბოჭკოვანი, მაღალი ხარისხის ინტერნეტი“, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ ჟურნალისტებთან განაცხადა. მინისტრის თქმით, დაახლოებით ნახევარი მილიონი მოსახლე, მიუხედავად იმისა, თუ რამდენად დაშორებულია მათი საცხოვრებელი ადგილი მსხვილი ქალაქებიდან, მიიღებს ძალიან მაღალი ხარისხის ინტერნეტს. „ეს პროექტი არამხოლოდ ზრდის ინტერნეტით სარგებლობას, არამედ ქმნის დამატებით სამუშაო ადგილებს, რადგან განსაკუთრებით კოვიდისა და შემდგომ პერიოდში ძალიან მნიშვნელოვანია დისტანციური მუშაობის რეჟიმი, დიჯიტალიზაცია და აქედან გამომდინარე, ეს ახალი შესაძლებლობაა ადამიანებისთვის სახლიდან გაუსვლელად იყვნენ დასაქმებულები. ეს არის ახალი შესაძლებლობა ასევე ტურიზმისთვის და ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ეს ინდუსტრია მალე დაუბრუნდება დადებით დინამიკას. გარდა ამისა, ეს არის ონლაინ-განათლებისთვის ახალი შესაძლებლობები, ეს არის ჩვენი მომავალი. ამ თვალსაზრისით ბევრ ქვეყანას ერთი ნაბიჯით ვასწრებთ, რადგან რთულად მიღწევად ადგილებშიც კი გვექნება ისეთი ხარისხის ინტერნეტი, როგორიც გვაქვს თბილისში", - განაცხადა ნათია თურნავამ.
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)