01:06 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-08-30 11:04:46, 7126 ნახვა

კომენტარი
საპატრიარქო 11 წლის გარდაცვლილ ბავშვზე - მიუხედავად იმისა, რომ არ ვიცით რა მოხდა, ასაკიდან გამომდინარე მისთვის წესის აგება უნდა იყოს ნებადართული

„მიუხედავად იმისა, რომ არ ვიცით რა მოხდა, ასაკიდან გამომდინარე მისთვის წესის აგება უნდა იყოს ნებადართული“ , - ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქომ განაცხადა.

საპატრიარქომ მზაობა გამოთქვა, ილოცოს გარდაცვლილი ბავშვისთვის.

„თერჯოლის რაიონში ახლად გარდაცვლილი 11 წლის მოზარდის, ავთანდილ აბჟანდაძის წესის აგებასთან დაკავშირებით მიგვაჩნია, რომ, მიუხედავად იმისა, რომ, ჯერჯერობით დაუდგენელია, რეალურად რა მოხდა და რა გახდა მიზეზი პატარა ავთანდილის ამქვეყნიდან გასვლისა, ასაკიდან და გარემოებიდან გამომდინარე, მისთვის წესის აგება უნდა იყოს ნებადართული.

გამოვთქვამთ დიდ გულისტკივილს მომხდარის გამო და აღვავლენთ ლოცვებს ავთანდილის უკვდავი სულისათვის, რათა უფალმა შეიწყალოს და აცხოვნოს იგი“ ,  - წერია განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics