|
2020-08-27 10:59:12, 5408 ნახვა
მსოფლიო
ვარშავაში, პრაღაში, ბუდაპეშტში და ბრატისლავაში ბელარუსის ისტორიული დროშა აღიმართება
ვარშავაში, პრაღაში, ბუდაპეშტში და ბრატისლავაში ბელარუსის ისტორიული დროშა აღიმართება. ამის შესახებ ვაშავის მერი, რაფალ ტრჟასკოვსკი Twitter-ზე ავრცელებს ინფორმაციას. „ჩვენ, თავისუფალი ქალაქების პაქტი, სოლიდარობას ვუცხადებთ ბელარუსის მშვიდობიან მომიტინგეებს და მტკიცედ ვგმობთ მაღალჩინოსნების მიერ მიუღებელ ძალადობას. ბელარუსის მომავალი უნდა იყოს ბელორუს ხალხთან, და არა ევროპის ბოლო დიქტატორ ალექსანდერ ლუკაშენკოსა და მათთან, ვინც მას ხელს უწყობს. ჩვენ დაჟინებით მოვუწოდებთ ევროკავშირს, გადახედოს ბელორუსის მიმართ მის პოლიტიკას და მიიღოს ზომები მათ წინააღმდეგ, ვინც ძალადობრივ დარბევაზეა პასუხისმგებელი. ჩვენმა ევროპულმა საზოგადოებამ მტკიცე პოზიცია უნდა დაიჭიროს დემოკრატიული ბელარუსისთვის ბრძოლაში. ჩვენ სიამაყით აღვმართავთ ისტორიული ბელორუსის დროშას ჩვენს მერიებში ყველა სფეროს ჩვეულებრივი მოქალაქეების სოლიდარობის ნიშნად, რომლებიც ძალაუფლებასთან ბედავენ სიმართლის ლაპარაკს და თავისუფლებისთვის მსვლელობას მართავენ“, – ვკითხულობთ სოციალურ ქსელში გავრცელებულ დოკუმენტში.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|




ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)