13:06 - 16 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-11 12:42:09, 720 ნახვა

საზოგადოება
ბაჩო ახალაიამ შიმშილობა დაიწყო

ბაჩო ახალაიამ მოწმეებზე ზეწოლის შეწყვეტის მოთხოვნით, შიმშილობა დაიწყო. ინფორმაციას "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ავრცელებს. პარტიის  პოლიტიკურმა მდივანმა აკაკი მინაშვილმა, ბაჩო ახალაიას მიერ დაწყებული შიმშილობის მიზეზებსა და მიზნებზე ისაუბრა. 
„გუშინ, ბაჩო ახალაიამ შიმშილობა დაიწყო. მისი მთავარი მოთხოვნა მოწმეებზე ზეწოლის შეწყვეტაა, რაც დაშანტაჟებას, ოჯახის წევრებზე მუქარაში გამოიხატება. სამწუხაროა, რომ ეს ხელისუფლება რასაც აკეთებს,  ყველაფერი ზიანს აყენებს ქვეყანას. ახალისებს ჯაშუშებს, მაგრამ აკავებს იმ ადამიანებს, რომლებიც წლების განმავლობაში საქართველოს აშენებდნენ.
ბაჩო ახალაიას გადაწყვეტილება არის ძალიან მტკიცე - იბრძოლოს რათა ეს ხელისუფლება მოშორდეს სათავეებს. ეს ბრძოლა არის ჩვენი, საქართველოს ბრძოლა და  აქ ნამდვილად გავიმარჯვებთ. არ ვაპირებთ ქვეყანა რუს ოლიგარქს დავუთმოთ, რომლის მთავარი საზრუნავი ქვეყნის გაკოტრება და შემდეგ იაფად მისი ჯიბეში ჩადებაა. ქვეყნის გამყიდვლებს ამ ქვეყანაში შანსი არ აქვთ“, - განაცხადა აკაკი მინაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსამართლე გელაშვილმა ალეკო ელისაშვილი სხდომათა დარბაზიდან გააძევა
რუსეთში სახელმწიფო დუმის არჩევნები 20 სექტემბერს გაიმართება
თბილისში პუტინის წარმომადგენელი იმყოფებოდა
როგორ მივიღოთ მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები ბიზნესში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics