21:47 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-08-21 17:25:46, 2392 ნახვა

მსოფლიო
ლინას ლინკევიჩიუსი ნავალნის კომაზე - აჭიანურებენ დიაგნოზის გამოქვეყნებას, ამით კრემლი კვალის დაფარვას ცდილობს

„აჭიანურებენ დიაგნოზის გამოქვეყნებას, ამით კრემლი კვალის დაფარვას ცდილობს“, - ამის შესახებ ლიეტუვას საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლინას ლინკევიჩიუსმა სოციალურ ქსელში განაცხადა.

მან აღნიშნა, რომ ნავალნის საქმე ადამიანის სიცოცხლისადმი კრემლის დამოკიდებულების ტიპური მაგალითია.

“ნავალნი კომაშია. მაღალჩინოსნები განზრახ აჭიანურებენ დიაგნოზის გამოქვეყნებას და უარს აცხადებენ ალექსეის გერმანულ კლინიკაში გადაყვანაზე. ადამიანის სიცოცხლისადმი კრემლის დამოკიდებულების ტიპურ მაგალითთან გვაქვს საქმე. ჩანს, რომ კვალის დაფარვის მცდელობაა”, - განაცხადა ლინას ლინკევიჩიუსი.

შეგახსენებთ, რომ ნავალნის საოპერაციოდ გერმანიამ და საფრანგეთმა მზაობა გამოთქვეს და საუკეთესო საავადმყოფოებიც მოამზადეს, თუმცა რუსი ექიმების განცხადებით, პოლიტიკოსის მგზავრობა არ შეიძლება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპის ირანთან შეთანხმების შემდეგ, რუსული ნავთობის ფასი 50 დოლარამდე დაეცა
კომუნიკაციების კომისია სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩაერია და „ტვ პირველი“ 2500 ლარით დააჯარიმა
თსსუ-ს საუნივერსიტეტო კლინიკიდან ვარდნის შედეგად ქალი დაიღუპა
ექიმი: ელენე ხოშტარიას აქვს ძლიერი ტკივილები, კვლევები მულტიპროფილურ კლინიკაში უნდა ჩაუტარდეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics