13:06 - 16 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-10 15:57:23, 658 ნახვა

საზოგადოება
საქართველოში მულტინაციონალური გერმანული კორპორაციის წარმომადგენლობა გაიხსნება

გერმანული მულტინაციონალური კორპორაცია საქართველოში წარმომადგენლობას გახსნის. ეს გადაწყვეტილება  საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის,  დიმიტრი ქუმსიშვილისა და  “SAP Labs China”-ს აღმასრულებელი დირექტორის,  კლას ნოიმანდის შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი. შეხვედრა დალიანში, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გაიმართა.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, დიმიტრი ქუმსიშვილმა კლას ნოიმანდს საქართველოში არსებული ბიზნეს-გარემო გააცნო და ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკურ პროექტებზე ესაუბრა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, წარმომადგენლობის გახსნა ორივე მხარისთვის მომგებიანი და საინტერესო იქნება.

ინფორმაციისთვის: SAP  არის გერმანული კორპორაცია, რომელსაც აქვს რეგიონალური წარმომადგენლობა მსოფლიოს 130 ქვეყანაში. კორპორაციის შემოსავალი შეადგენს 17,56 მილიარდ ამერიკულ დოლარს.  2014 წლის მონაცემებით, კორპორაციაში  74,400 ადამიანია დასაქმებული.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსამართლე გელაშვილმა ალეკო ელისაშვილი სხდომათა დარბაზიდან გააძევა
რუსეთში სახელმწიფო დუმის არჩევნები 20 სექტემბერს გაიმართება
თბილისში პუტინის წარმომადგენელი იმყოფებოდა
როგორ მივიღოთ მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები ბიზნესში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics