01:07 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-08-19 16:04:06, 1696 ნახვა

ეკონომიკა
„შატო მუკუზანმა“ თიბისის მხარდაჭერით საწარმო გააფართოვა

მუკუზანი დაცული ადგიწარმოშობის დასახელების ღვინოა, რომელიც გურჯაანის რაიონში, მუკუზანის მევენახეობის სპეციფიკურ ზონაში მოყვანილი საფერავის ჯიშის ყურძნისგან იწარმოება.  ღვინო „მუკუზანის“ წარმოება საქართველოში მე-19 საუკუნიდან დაიწყო, იგი ძველდება მუხის კასრში, სულ ცოტა 3 წლით.

„შატო მუკუზანი“ მუკუზანის მიკროზონაში მდებარე კომპანიაა, რომელიც ძირითადად სწორედ ამ ცნობილ ქართულ ღვინოს აწარმოებს, თუმცა მხოლოდ ამით არ შემოიფარგლება. მათი ღვინოების ჩამონათვალში სხვა ცნობილი ქართული ღვინოებიც შედის: რქაწითელი, საფერავი და ქინძმარაული.

კომპანია ბაზარზე უკვე 5 წელია არსებობს, წელიწადში საშუალოდ, 2-დან 3 ათას ტონამდე ღვინოს აწარმოებენ. წელს პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური სირთულეების  მიუხედავად, საწარმოს განახლება  გადაწყვიტეს. თიბისის მხარდაჭერით „შატო მუკუზანმა“ ღვინის წარმოებისთვის საჭირო ახალი დანადგარები შეიძინა, წარმოების გაზრდას ვარაუდობენ, თუმცა რამდენით, ეს ყურძნის მოსავალზე იქნება დამოკიდებული.

„ჩვენი საწარმო მუკუზანის მიკროზონაში მდებარებს, იქ, სადაც 100 პროცენტით ნამდვილი, კახური მუკუზანი იწარმოება. საკუთარი ვენახები ქარხნის ირგვლივ გავაშენეთ, თუმცა სრული წარმადობისთვის აქ მოწეული საფერავი საკმარისი არაა, ამიტომ ყურძენს გლეხებისგანაც ვყიდულობთ. წელს გვაქვს მოლოდინი, რომ კარგი რთველი იქნება,“ - ამბობს „შატო მუკუზანის“ ერთერთი დამფუძნებელი გიორგი მიტიჩაშვილი.

კომპანია ღვინოს ჯერჯერობით მხოლოდ ქართულ ბაზარზე ყიდის, უახლოეს მომავალში საერთაშორისო ბაზარზე გასვლას აპირებენ.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics