02:50 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-08-17 12:51:41, 4063 ნახვა

კომენტარი
სერგი კაპანაძე - გაუმართლებელია, რომ ასეთ მნიშვნელოვან დღეებში, საქართველოს ელჩი ბელარუსში არ იყო

საქართველოს ელჩი რომ არ იყო ბელარუსში, ეს უბრალოდ გაუმართლებელია, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, სერგი კაპანაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ელჩის ბელარუსში არ ყოფნა მისთვის გარკვეული კითხვის ნიშნების აღმძვრელია.

„თუ ის მართალია, რომ ელჩი ჩაიყვანეს სასწრაფოდ გუშინ ღამით, იმის გამო, რომ ის იმყოფებოდა შვებულებაში, ბუნებრივია, კითხვის ნიშნებს იწვევს და შემაშფოთებელიც არის ის, რომ ასეთ მნიშვნელოვან დღეებში ბელარუსის ისტორიაში, როდესაც ერთი კვირაა, თითქმის, მიმდინარეობს საპროტესტო გამოსვლები და როდესაც ბელარუსი ხალხი იბრძვის თავის არჩევნებისთვის, საქართველოს ელჩი რომ არ იყო ბელარუსში, ეს არის უბრალოდ გაუმართლებელი.

ეს არის ჩემთვის ყველაზე უფრო კითხვის ნიშნების აღმძვრელი და არა ის, რომ გუშინ ღამით ჩაიყვანეს იქ. თუ მართლა ასე არის, გაცილებით ადრე უნდა ჩაეყვანათ მინსკში, გამომდინარე იმ სერიოზული სიტუაციიდან, რომელიც იქ არის“, - განაცხადა სერგი კაპანაძემ.

ცნობისთვის, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოდან ბელარუსში 16 აგვისტოს განხორციელებულ ფრენასთან დაკავშირებით ოფიციალური განმარტება გააკეთა.

როგორც უწყებაში განაცხადეს, „გამომდინარე იქიდან, რომ ბელარუსთან შეზღუდულია საჰაერო მიმოსვლა და ელჩი საჭიროებდა მოკლე დროში მინსკში ჩასვლას, მიღებულ იქნა გადაწყვეყილება მისი სამთავრობო თვითმფრინავით გამგზავრების შესახებ“.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics