13:06 - 16 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-10 11:22:55, 1683 ნახვა

საზოგადოება
რა არის აუქციონი და როგორ ხდება მასში მონაწილეობა

აღსრულების ეროვნული ბიურო მოსახლეობის ინფორმირების მიზნით  საინფორმაციო ბარათების გამოცემას აგრძელებს.

დღევანდელი ბარათის თემაა- აუქციონი.

რა არის ელექტრონული აუქციონი?

სააღსრულებო  წარმოების პროცესში (ყველა სხვა საშუალების  ამოწურვის შემდეგ) შესაძლოა, თანხის ამოღება მოხდეს ქონების რეალიზაციის გზით.

იმ შემთხვევაში, თუ მოვალე და კრედიტორი ვერ შეთანხმდებიან ქონების რეალიზაციის მათთვის სასურველ ფორმაზე, ქონების რეალიზაცია ხდება საჯარო აუქციონის გზით.

აღსრულების  ეროვნულ ბიუროში 2011 წლის 1 თებერვლიდან  ტარდება ელექტრონული აუქციონი.

აღსრულების ეროვნული  ბიუროს მიერ სარეალიზაციოდ გამოტანილი ქონება ქვეყნდება  ვებ-გვერდზე www.eauction.ge.

ელექტრონული აუქციონი არის საჯარო და გამჭვირვალე. აუქციონში მონაწილე პირების ვინაობა კონფიდენციალურია.

აუქციონში  მონაწილეობის მიღების უფლება აქვს  ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, მათ შორის, სააღსრულებო წარმოების მხარეებს. 

აუქციონის შესახებ ინფორმაცია შეიცავს ქონების აღწერილობას და რეალიზაციის პირობებს. 

რა არის საჭირო აუქციონში მონაწილეობის მისაღებად?

ვებგვერდზე www.eauction.ge.  რეგისტრაცია, საგარანტიო თანხის გადახდა და  ბიჯის გაკეთება. 

 აუქციონში გამარჯვების შემთხევაში, შესყიდვის ღირებულების გადახდა უნდა განხორციელდეს აუქციონის დასრულებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსამართლე გელაშვილმა ალეკო ელისაშვილი სხდომათა დარბაზიდან გააძევა
რუსეთში სახელმწიფო დუმის არჩევნები 20 სექტემბერს გაიმართება
თბილისში პუტინის წარმომადგენელი იმყოფებოდა
როგორ მივიღოთ მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები ბიზნესში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics