2015-09-02 14:52:44, 431 ნახვა
პოლიტიკა
კვირიკაშვილი: თამარ ბერუჩაშვილთან დაკავშირებით ვფიქრობ, ღირსეული გადაწყვეტილება იქნება მიღებული
საქართველოს საგარეო საქმეთა ახალი მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, თამარ ბერუჩაშვილის მომავალ საქმიანობასთან დაკავშირებით კონსულტაციები მიმდინარეობს. კვირიკაშვილი მიიჩნევს, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით, ღირსეული გადაწყვეტილება იქნება მიღებული.
"ვმსჯელობთ ამაზე და ალბათ უახლოეს პერიოდში მივიღებთ გადაწყვეტილებას. თამარი ძალიან გამოცდილი დიპლომატია, ის ჩემი მეგობარია დიდი ხნის განმავლობაში და მემგონია ღირსეული გადაწყვეტილება იქნება მიღებული",-აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.
ცნობისთვის, გუშინ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საგარეო საქმეთა ახალ მინისტრს გიორგი კვირიკაშვილს დაავალა გადაწყვიტოს, თუ სად გააგრძელებს მუშაობას ყოფილი მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან