2015-09-01 13:47:20, 611 ნახვა
საზოგადოება
ბათუმის საერთაშორისო აეროპორტს ალექსანდრე ქართველის სახელი მიენიჭა
ბათუმის საერთაშორისო აეროპორტს დიდი ქართველი ავიაკონსტრუქტორის, ალექსანდრე ქართველის სახელი მიენიჭა.
როგორც „ექსპრესნიუსს“ მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურიდან აცნობეს, საქართველოს პრემიერ–მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივა, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტისთვის გამოჩენილი ქართველი ავიაკონსტრუქტორის, აშშ-ის ავიამშენებლობის ერთ-ერთი პიონერის, ალექსანდრე ქართველის სახელის მინიჭებასთან დაკავშირებით, ბათუმის საკრებულომ დღეს დაამტკიცა.
ცნობისთვის, საქართველოს პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამ ინიციატივით რამდენიმე თვის წინ გამოვიდა. ბათუმის საკრებულომ მთავრობის მეთაურის ინიციატივა მოიწონა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტს ალექსანდრე ქართველის სახელი მიენიჭება.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან