15:07 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-07-01 21:14:08, 3904 ნახვა

ეკონომიკა
ირაკლი ნადარეიშვილი - მთავრობა თანმიმდევრულ და რაც მთავარია, ბიზნესთან შეთანხმებულ ანტიკრიზისულ პროგრამებს ახორციელებს

„საქართველოს მთავრობა ახორციელებს თანმიმდევრულ და რაც მთავარია, ბიზნესთან შეთანხმებულ ანტიკრიზისულ პროგრამებს, რომლებიც, მათ შორის, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" მეშვეობით ხორციელდება და შედგება როგორც ფინანსებზე წვდომის უნივერსალური, ასევე დარგობრივი პროგრამებისგან.  სააგენტოს კრიზისული ბიუჯეტი 2020 წლისთვის თითქმის ნახევარი მილიარდი ლარია, რაც 10-ჯერ მეტია 2019 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილმა სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" ორგანიზებულ საინფორმაციო შეხვედრაზე საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრებისთვის.

შეხვედრაზე პრეზენტაცია გააკეთა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" დირექტორმა მიხეილ ხიდურელმა. მან დეტალურად ისაუბრა მთავრობის ანტიკრიზისული სამოქმედო გეგმით განსაზღვრულ პროგრამებზე, რომელთა განხორციელებასაც სააგენტო გაუწევს ორგანიზებას. მათ შორის, ყურადღება გამახვილდა საკრედიტო - საგარანტიო სქემაზე, მიკროგრანტების პროგრამაზე, ასევე დეველოპმენტისა და ტურისტული სექტორის მხარდაჭერასა და სხვ.

შეხვედრის ბოლოს მოწვეულმა სპიკერებმა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრების შეკითხვებს უპასუხეს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტეხასის შტატში სკოლებში ბიბლიის სავალდებულო შესწავლა დამტკიცდა, გადაწყვეტილებას აშშ-ს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებენ
ყირიმში მასშტაბური ტყის ხანძარი გაჩნდა
სიკორსკიმ გააკრიტიკა პოლონეთის რეაქცია „თეთრი არწივის ორდენის“ სკანდალზე
გახარია - ქვეყანაში ოპოზიციაში ყოფნა დღეს ფიზიკური უსაფრთხოების რისკს უკავშირდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics