|
2020-06-17 17:08:26, 16148 ნახვა
Lifestyle
კათოლიკეებს შესაძლოა, მალე „ინტერნეტის მფარველი წმინდანი“ ეყოლოთ
ვატიკანი ლეიკემიისგან გარდაცვლილ 15 წლის მოზარდს წმინდანად შერაცხავს, - ამის შესახებ ხმებმა ვატიკანის მომსახურე პერსონალის მხრიდან გაჟონა. კარლო კუტისი ჩვეულებრივი ბავშვი იყო-ჰყვებიან მისი მეგობრები. კარლო ეხმარებოდა გაჭირვებულებს და ბავშვებს, რომლებსაც სკოლაში რაიმე მიზეზის გამო დასცინებდნენ. მოზარდობის ასაკში ის ინტერნეტით დაინტერესდა და საკმაოდ შთამბეჭდავი ევქარისტული სასწაულების ამსახველი ვებ-გვერდი შექმნა, რომელსაც უამრავი მნახველი ჰყავდა. კარლოს ჩვეულებრივი ცხოვრება მაშინ დამთავრდა, როცა მას საშინელი დიაგნოზი-ლეიკემია დაუსვეს და მაშინაც ის არ ნებდებოდა და "სულის სიძლიერისთვის დამახასიათებელ ნიშნებს აჩვენებდა". "როცა ვკითხე, თუ როგორ გრძნობდა თავს, მიპასუხა, რომ მსოფლიოში უამრავი ადამიანი მასზე ბევრად მეტად იტანჯება",-ამბობს კარლოს მკურნალი ექიმი. კარლო 2006 წელს გარდაიცვალა. "უცნაური შემთხვევა 2008 წელს მოხდა, როცა განუკურნელბელი (არ არის დაზუსტებული) დაავადების მქონე ბრაზილიელი მოზარდი კარლოს რელიკვარიუმს შეეხო. მას მერე, რაც მოზარდი სამშობლოში დაბრუნდა და ანალიზები ჩააბარა , პასუხებმა ექიმების გაოცება გამოიწვიეს",-წერს New Daily Compass. 2018 წელს რომის პაპმა ფრანცისკემ კარლო კუტისი "ღირსეულად" აღიარა, რაც წმინდანად აღიარებისთვის ხუთიდან , მესამე საფეხურია. იმ შემთხვევაში, თუ კარლოს ბეატიფიკაციის პროცესი შესაბამის დასკვნებს აჩვენებს, მას წმინდანად აღიარებენ. კარლოს კომუნიკაციებით გატაცების გამო ის ინტერნეტის მფარველად შეიძლება აღიარონ - წერს Daily Mail.
მეუფე მიქაელი სინდისის პატიმრებზე: დიდი სიამოვნებით გამოვუშვებდი ყველას
რუსეთში ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე უკრაინული დრონების დარტყმების გამო, ბენზინის დეფიციტია
პაპუაშვილი პოლიტპატიმრების შეწყალებაზე: შენდობას წინ ყოველთვის უძღვის სინანული
მდინარაძე პოლიტპატიმრების შეწყალებაზე: სადაც პრეზიდენტის დისკრეციული უფლებამოსილება არსებობს, მას რეკომენდაციაც კი შეიძლება ეზედმეტოს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: გიორგი ბაზაევი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2010 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)