21:00 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-02 18:05:10, 1391 ნახვა

კომენტარი
საბა ბუაძე - ფასიანი პოლიტიკური რეკლამის აკრძალვა არის მედიის მოგუდვისკენ გადადგმული მორიგი ნაბიჯი

"ლელო საქართველოსთვის" ერთ-ერთი ლიდერის, საბა ბუაძის განცხადებით, ფასიანი პოლიტიკური რეკლამის აკრძალვა არის მედიის მოგუდვისკენ გადადგმული მორიგი ნაბიჯი.

მისი განცხადებით კრიზისის გამო მედია სულს ღაფავს და შემოსავლები უნახევრდება,  გია ჟორჟოლიანმა კი მოიცალა და დაარეგისტრირა ინიციატივა, რომელიც საფრთხეს უქმნის მედია საშუალებების არსებობას.

"მედია პირდაპირ არის დამოკიდებული სარეკლამო შემოსავლებზე, რომლის მნიშვნელოვანი ნაწილიც სწორედ პოლიტიკური რეკლამიდან შემოდის. ეს ინიციატივა ხელისფულების ინტერესებში შედის, რომელიც ყველაფერს იღონებს იმისთვის, რომ გააჩუმოს მისგან დამოუკიდებელი მედია საშუალებები. ქართულ ოცნებას დღეს ხელთ აქვს მედია, ადმინისტრაციული და ფინანსური რესურსები და ეს შავბნელი თამაში მხოლოდ მის მიმართ კრიტიკულად განწყობილი მედიის და ოპოზიციის განეიტრალებას ისახავს მიზნად.

მედია პლურალიზმის ხელშეწყობისთვის და მედია საშუალებების სტაბილურობისთვის ლელო გამოვიდა ინიციატივით, რომელიც მედიის სულ მცირე 3 წლით გადასახადებისგან გათავისუფლებას ითვალისწინებს. მედია არის დემოკრატიისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ინსტიტუტი და ხელისფულებამ უნდა მიიღს ყველა აუცილებელი ზომა, რათა მის დამოუკიდებლობას და არსებობას საფრთხე არ შეექმნას", - განაცხადა საბა ბუაძემ





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნატოს კიდევ ხუთმა ქვეყანამ უკრაინას ასობით მილიონი დოლარის ღირებულების დრონებისა და რაკეტების ახალი მიწოდება დაჰპირდნენ
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
ALDE: ოცნებამ უნდა უზრუნველყოს, რომ ელენე ხოშტარიამ მიიღოს მკურნალობა, რომელიც სჭირდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics