21:00 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-02 16:06:34, 1277 ნახვა

კომენტარი
ვოლსკი: ხელისუფლება მზადაა არჩევნების ჩასატარებლად ისე, რომ გამოირიცხოს პანდემიასთან დაკავშირებული რისკები

„გადაწყვეტილებები მაჟორიტარებთან დაკავშირებით ჯერ არ არსებობს და კონსულტაციების რეჟიმიც ხმამაღლა ნათქვამია. მე ვფიქრობ, რომ .ვადაში ჩავეტევით და როდესაც „ქართული ოცნება" დაამთავრებს კონსულტაციებს, წარმოადგენს სიას და პროგრამას", - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ ტელეკომპანია „რუსთავის-2"-ის ეთერში განაცხადა.

გია ვოლსკის განცხადებით, კანდიდატების შერჩევა მოხდება საზოგადოების სხვადასხვა წრიდან. მისივე თქმით, ხელისუფლება მზადაა არჩევნების ჩატარებისთვის ისე, რომ გამოირიცხოს პანდემიის გავრცელების რისკები.

 „ექიმები, მეცნიერები, საერთაშორისო ექსპერტები საკმაოდ არიან ჩვენს გუნდში და თუ განახლებაზეა საუბარი, რასაკვირველია ახალი სახეებიც იქნება. ხშირ შემთხვევაში, ძლიერი შეკრული გუნდის წარმოდგენა არჩევნების პერიოდში საზოგადოების წინაშე არის საგანგებო მნიშვნელობის და ჩვენც ფრთხილები ვიქნებით და საკმაოდ სერიოზულად ვუყურებთ ამ გუნდს. არ შეიძლება გვქონდეს სრული პროგნოზი და არ ვიცით როგორი მდგომარეობა იქნება ოქტომბრისთვის, მაგრამ ექსპერტების შეფასებით იქნება ყველანაირი შესაძლებლობა, რომ საზოგადოება გამოვიდეს და ხმა მისცეს. საარჩევნო პროცესისთვის იქნება საგანგებო რეგლამენტი, ყველა საკითხი იქნება გათვალისწინებული. ჩვენ ვართ მზად არჩევნების ჩატარებისთვის, ისე, რომ გამოირიცხოს რისკები პანდემიის გავრცელების. და ეს მზადყოფნა არ გამოიხატება ემოციაში", - განაცხადა გია ვოლსკიმ.​





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნატოს კიდევ ხუთმა ქვეყანამ უკრაინას ასობით მილიონი დოლარის ღირებულების დრონებისა და რაკეტების ახალი მიწოდება დაჰპირდნენ
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
ALDE: ოცნებამ უნდა უზრუნველყოს, რომ ელენე ხოშტარიამ მიიღოს მკურნალობა, რომელიც სჭირდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics