2020-05-28 19:10:20, 1519 ნახვა
კომენტარი
ხათუნა ზახაშვილი - დაგაიმედებთ, რომ მიმტანების აღჭურვილობა არ იქნება ანალოგი იმისა, როგორშიც ექიმებს უწევთ მუშაობა
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ხათუნა ზახაშვილის განცხადებით, მიმტანების აღჭურვილობა არ იქნება იმის მსგავსი რაც ექიმებს აქვთ, როდესაც შესაძლო შემთხვევასთან მუშაობენ.
მათი თქმით, მიმტანები არც ორკვირიანი შუალედით იმორიგევებენ.
„იმასთან დაკავშირებით თუ როგორი უნდა იყოს მიმტანის აღჭურვილობა უკვე არსებობს შედგენილი პროტოკოლები. დაგაიმედებთ, რომ მიმტანების აღჭურვილობა არ იქნება ანალოგი იმისა, როგორშიც უწევთ ექიმებს ავადმყოფებთან მუშაობისას, ან ჩვენს სპეციალისტებს, რომლებიც შესაძლო შემთხვევებთან მუშაობისას.
მომსახურება იქნება ჩვეულებრივი და არც ორკვირიანი შუალედით მორიგეობის რეკომენდაცია ამ ეტაპზე არ არსებობს“, - განაცხადა ხათუნა ზახაშვილმა.
ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან