14:40 - 17 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-23 22:38:45, 1194 ნახვა

რეგიონი
შუახევში, სასურსათო კალათების დარიგების მეორე ეტაპი დაიწყო

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის ინიციატივითა და მხარდაჭერით, შუახევის მუნიციპალიტეტში დაიწყო მოწყვლად ჯგუფებზე სოციალური დახმარების, სასურსათო კალათების გადაცემის მეორე ეტაპი.

დარიგების პროცესში მოხალისეებთან ერთად, შუახევის მერი ფრიდონ ფუტკარაძე და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი, მაია ხაჯიშვილი მონაწილეობდნენ.

აუცილებელი საჭიროების პროდუქტები აჭარის რეგიონში მცხოვრები 20 ათასი ოჯახისთვის მომზადდა. სურსათო კალათას ამ ეტაპზე მიიღებენ:

 სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში 100 000-ზე ნაკლები ან ტოლი სარეიტინგო ქულით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი, მარტოხელა პენსიონერი, სარეცელს მიჯაჭვული მოქალაქე, მარტოხელა მშობელი, მარჩენალდაკარგული, სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში 200 000-ზე ნაკლები ან ტოლი სარეიტინგო ქულის მქონე ვეტერანი, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ვეტერანი, შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვი, მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი, სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში 200 000-ზე ნაკლები ან ტოლი სარეიტინგო ქულის მქონე მრავალშვილიანი ოჯახი.

შუახევში, სასურსათო კალათას ასეთი კატეგორიის 2 285 ოჯახი მიიღებს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ელენე ხოშტარიას დედა ბიძინა ივანიშვილს - ვერ გადამირჩები! მე გეყოფი შენ!
მსოფლიო გელოდება MyCellfie APP-ში! მოიგე მეგაბაიტები, ყველაფერი ულიმიტო და PlayStation 5
სპეციალური პენიტენციური სამსახური - ელენე ხოშტარია უზრუნველყოფილია ყველა საჭირო სამედიცინო მომსახურებით
სამართალდამცველებმა „ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 21 პირი დააკავეს - ვიდეო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics