16:09 - 17 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-15 18:24:10, 1905 ნახვა

რეგიონი
სოფელ გეტაში მოსახლეობის შემოწმება PCR ტესტირების მეთოდით მიმდინარეობს

დღეს სოფელი გეტა მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკის გამო ჩაიკეტა და მკაცრ საკარანტინო ზონად გამოცხადდა.

სოფელში უკვე შევიდნენ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სპეციალისტები, რომლებიც ბოლნისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის თანამშრომლებთან ერთად მოქალაქეებს PCR ტესტირებასა და თერმოსკრინინგს უტარებენ.

PCR ტესტის მეშვეობით, მოსახლეობის მასობრივი შემოწმების პროცესს დღეს ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული შოთა რეხვიაშვილი, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი და ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე თამაზ ჟორჟოლიანი ესწრებოდნენ.

ბოლნისის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის შემთხვევების რიცხვმა 139 შეადგინა. ამათგან 17 ახალი შემთხვევაა. COVID-19-ისგან მუნიციპალიტეტში მაცხოვრებელი 49 პირი განიკურნა, 3 კი გარდაიცვალა.

სოფელ მუშევანსა და გეტაში მცხოვრები მოქალაქეები, რომელთაც კორონავირუსი დაუდასტურდათ, თბილისში, მკურნალობის მიზნით, შესაბამის სამედიცინო დაწესებულებულებებში არიან გადაყვანილები.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ელენე ხოშტარიას დედა ბიძინა ივანიშვილს - ვერ გადამირჩები! მე გეყოფი შენ!
მსოფლიო გელოდება MyCellfie APP-ში! მოიგე მეგაბაიტები, ყველაფერი ულიმიტო და PlayStation 5
სპეციალური პენიტენციური სამსახური - ელენე ხოშტარია უზრუნველყოფილია ყველა საჭირო სამედიცინო მომსახურებით
სამართალდამცველებმა „ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 21 პირი დააკავეს - ვიდეო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics