12:26 - 19 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-05 18:10:30, 1436 ნახვა

კომენტარი
ტიკარაძე - საქართველოში პირადი დაცვის საშუალებების დეფიციტი არ არსებობს

საქართველოში პირადი დაცვის საშუალების დეფიციტი არ ყოფილა და არც დღეს დგას - ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ პირადი დაცვის საშუალებების ხარჯვა პროტოკოლის  მიხედვით მიმდინარეობს.

„დღემდე საქართველოში არის საკმარისი რაოდენობის პირადი დაცვის საშუალებები. ჩვენ გვაქვს შემუშავებული გარკვეული პროტოკოლები იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა მოხდეს მათი ხარჯვა. ხარჯვის აღწერა მიმდინარეობს მუდმივ რეჟიმში, როგორც სასწრაფო გადაუდებელი დახმარების, ასევე დაავადებათა კონტროლის პერსონალისთვის გაცემული საშუალებების და ასევე თითოეული იმ საავადმყოფოს აღჭურვილობის, რომელსაც ჩვენ მათ უსასყიდლოდ გადავცემთ.

ჩვენი შესყიდვების სამსახური აგრძელებს მუშაობას. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მხრიდან ჩვენ გვაქვს მოწოდებული ის რაოდენობები, რომლებიც ჩვენ შეიძლება დაგვჭირდეს ინფექციის მართვის სრულ პერიოდზე. რა თქმა უნდა, ჩვენი მიზანი არის, რომ ეტაპობრივად შევიძინოთ ეს დაცვის საშუალებები, რათა არ მოხდეს ქვეყანაში დეფიციტი, თუმცა ამის საშიშროება არც ყოფილა და არც დღეს არ დგას“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.





ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან


სოციალური ქსელები
ქალი პოლიტიკოსები რუსთავის ციხესთან შეიკრიბნენ და ელენე ხოშტარიას სოლიდარობა გამოუცხადეს
4 სრულად დაფინანსებული კურსი Businesscourse.ge-ზე, თუ კონტენტის შექმნა გაინტერესებს
ყირგიზეთის შემდეგ კობახიძე ტაჯიკთში წავიდა
შსს: პროსტიტუციის ხელშეწყობისთვის 14 პირი დააკავეს და 9 ობიექტი დალუქეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics