12:38 - 19 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-04 16:37:52, 1316 ნახვა

კომენტარი
მდინარაძე ოპოზიციაზე - ეს ხალხი ბოიკოტის რეჟიმში იყო და ახლა გაგიჟდნენ მუშაობაზე, როცა მთელი მსოფლიო საგანგებო რეჟიმზეა გადასული

„როცა მთელი მსოფლიო მუშაობდა, მაშინ ეს ხალხი ბოიკოტის რეჟიმში იყო და ახლა გაგიჟდნენ მუშაობაზე, როცა მთელი მსოფლიო საგანგებო რეჟიმზეა გადასული“, - ასე გამოეხმაურა უმრავლესობის დეპუტატი, მამუკა მდინარაძე ოპოზიციის მოწოდებას, რომ დროულად განახლდეს საპარლამენტო საქმიანობა.

მდინარაძის განცხადებით, მსგავსი დამოკიდებულება ნიშნავს იმას, რომ არ იციან საგანგებო მდგომარეობის და საგანგებო სესიების არსი, ან ნიშნავს იმას, ისინი მორიგ ჯერზე სპეკულირებენ.

„როცა მთელი მსოფლიო მუშაობდა, მაშინ ეს ხალხი ბოიკოტის რეჟიმში იყო და ახლა გაგიჟდნენ მუშაობაზე, როცა მთელი მსოფლიო საგანგებო რეჟიმზეა გადასული. ეს დამოკიდებულება ნიშნავს ან ძალიან დილეტანტიზმს, რომ არ იციან საგანგებო მდგომარეობის და საგანგებო სესიების არსი, ან ნიშნავს იმას, ისინი მორიგ ჯერზე სპეკულირებენ. მათი ვორდინგი აღარ ჯდება არანაირ ლოგიკაში.

ეს მაშინ ხდება, როცა დღეს პრიორიტეტია სამი ძირითადი მიმართულება: 1. კრიზისის მენეჯმენტი; 2. ჯანდაცვის მიმართულებით შესაბამისი კომიტეტი არათუ ახორციელებს კონტროლს, არამედ შემოწმებებს კლინიკების დონეზეც ახდენს; 3. ეკონომიკური მიმართულება, სადაც პარლამენტის 8 წევრია წარმოდგენილი, ლიდერშიპის და კონკრეტული კომიტეტების თავმჯდომარეების ჩართვით.

არ არსებობს არცერთი მიმართულება, სადაც კომიტეტის თავჯდომარეები და კომიტეტის წევრები არ არიან ჩართული“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
„გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ - „თეგეტა მოტორსის“ საგზაო უსაფრთხოების კამპანია სკოლებში
საქართველოში ვიზიტის შემდეგ, ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი ანგარიშს აქვეყნებს
მოემზადეთ PLUS-ის დაბადების დღისთვის - მიიღეთ 20%-იანი PLUS ქულების ქეშბექი Alta-ში DREAME-ის პროდუქციის შეძენისას
ქალი პოლიტიკოსები რუსთავის ციხესთან შეიკრიბნენ და ელენე ხოშტარიას სოლიდარობა გამოუცხადეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics