19:26 - 15 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-08-13 10:14:09, 529 ნახვა

საზოგადოება
სოზარ სუბარი ზედა წეროვანში მცხოვრებ დევნილებს შეხვდა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი, მინისტრის მოადგილე მამუკა ცოტნიაშვილი და ქვემო ქართლის, მცხეთა-მთიანეთისა და კახეთის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი ლევან ტერაშვილი ზედა წეროვანში მცხოვრებ დევნილებს შეხვდნენ და მათ პრობლემებს ადგილზე გაეცნენ.

მინისტრმა სოზარ სუბარმა ზედა წეროვანში, ყოფილი მინისტრთა საბჭოს სასტუმროს შენობაში მცხოვრებ  23 დევნილ ოჯახს ჰუმანიტარული დახმარება გადასცა. 

იძულებით გადაადგილებულ პირთა, დევნილთა მართლზომიერ მფლობელობაში არსებული საცხოვრებელი ფართების საკუთრებაში გადაცემის პროექტის ფარგლებში, დაკანონების ჯგუფებმა  შეისწავლეს ყოფილი მინისტრთა საბჭოს სასტუმროს  შენობის ზოგადი მდგომარეობა.

დევნილთა და განსახლების სამინისტრომ ეკონომიკის სამინისტროსაგან მიიღო თანხმობა, აღნიშნული შენობის გადმოცემის შესახებ. 2015 წლის სექტემბერში ჩატარდება პროფაილნგი, ხოლო წლის ბოლომდე შენობაში მცხოვრებ 23 დევნილ ოჯახს მართლზომიერ მფლობელობაში არსებული საცხოვრებელი ფართები საკუთრებაში გადაეცემა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მაისიდან მოყოლებული, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ყირიმისკენ მიმავალ „სახმელეთო ხიდზე“ საწვავის ცისტერნებსა და სატვირთო მანქანებზე დაახლოებით 200 დარტყმა განახორციელეს.
Amnesty International - საქართველოში სამოქალაქო თავისუფლებები შემცირდა
საქართველოში ნებართვის გარეშე VI საუკუნის ეკლესია დაანგრიეს - ოცნების რეჟიმი არ რეაგირებს
UFC-ის ხელმძღვანელი: თოფურიამ თვალის სერიოზული ტრავმა მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics