10:25 - 12 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-12 20:00:13, 15325 ნახვა

High - Tech
Philips-მა დეზინფექციის სისტემის მქონე ყურსასმენი გამოუშვა

Philips ActionFit — TWS ყურსასმენები, რომლებსაც ულტრაიისფერი სხივებით დეზინფექციის მოწყობილობა გააჩნია. 
Philips - მა იანვარში აღნიშნული გაჯეტის ტიზერი , ხოლო აპრილში თვითონ ყურსასმენები წარადგინა. მოდელი ActionFit სპორტულია, მათ დახვეწილი ფორმა და წყალგაუმტარი კორპუსი გააჩნიათ. 
ყურსასმენების ბატარეის "სიცოცხლის" ხანგრძლივობა გამოყენებაზეა დამოკიდებული-მაქსიმალური ჟღერადობით ActionFit 6 საათს, ხოლო 60-70% ხმის სიძლიერის შემთხვევაში 8 საათამდე გაძლებს.

ლაკონული "ფუტლიარი", რომელშიც მოთავსებულია ყურსასმენების ბატარეა და ულტრაიისფერი განათება დევაისს 3ჯერ 0-დან 100%-მდე ტენის, რაც დამუხტვის საჭიროებას დიდი ხნით დაგავიწყებთ.
ყურსასმენების ერთადერთი მინუსი იმაში მდგომარეობს, რომ მათი დატენვა, მართალია იშვიათად, მაგრამ micro-USB-ს კაბელით მოგიწევთ. 
ბუდეში ყურსასმენების მოთავსებისას ულტრაიისფერი განათება ნებისმიერ შემთხვევაში იწყებს მუშაობას, ეს პროცესი 15 წუთის მანძილზე გრძელდება და ბაქტერიების და ვირუსების მთელ ცნობილ სპექტრს ანადგურებს.
Philips ActionFit-ის შეძენა Amazon - ზე 179$ უკვე შეგიძლიათ.





ავტორი: გიორგი ბაზაევი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2010 წლიდან


სოციალური ქსელები
დეკანოზი ანდრია პოლიტპატიმრების შეწყალებაზე: კვლავ დავაყენებთ საკითხს და ვისაუბრებთ ამაზე ხელისუფლებასთან.
მეუფე ილარიონი ვარაუდობს, რომ შიო III სინდისის პატიმრები გათავისუფლების საკითხს დააყენებს
პატრიარქ შიო III-ის აღსაყდრება დაიწყო - ცერემონიალს ბიძინა ივანიშვილიც ესწრება
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics