|
2015-08-11 18:39:42, 513 ნახვა
საზოგადოება
ასპინძისა და ნინოწმინდის მოსახლეობა იუსტიციის სამინისტროს სერვისებს კომფორტულ გარემოში მიიღებს
სახელმწიფო სერვისების სწრაფად და კომფორტულად მიღებას დღეიდან ასპინძისა და ნინოწმინდის მოსახლეობაც შეძლებს. როგორც „ექსპრესნიუსს“ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან აცნობეს, სამცხე-ჯავახეთში საჯარო რეესტრისა და სერვისების განვითარების სააგენტოს ორი ახალი ტერიტორიული სამსახური ამოქმედდა. მომსახურების ოფისები იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა გახსნა. ღონისძიებას ესწრებოდნენ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელები შიო ხეცურიანი და პაპუნა უგრეხელიძე. მომსახურების ოფისები თანამედროვე კომპიუტერული ტექნიკით, საოფისე ინვენტარითა და ინტერნეტით აღიჭურვა; მოწესრიგდა როგორც მომხმარებელთა მომსახურების დარბაზი, ისე ინფრასტრუქტურა, გათბობისა და ვენტილაციის სისტემა; მთლიანად განახლდა შენობის ექსტერიერი და ინტერიერი. განახლებულ ოფისებში დანერგილია ყველა ელექტრონული პროგრამა, რაც სარეგისტრაციო სამსახურში მისულ მოქალაქეებს საჯარო რეესტრისა და სერვისების განვითარების სააგენტოს 200-ზე მეტი სერვისით სწრაფად, მარტივად და კომფორტულად სარგებლობის საშუალებას აძლევს. რეაბილიტირებული ტერიტორიული ოფისები ნინოწმინდაში − პუშკინის ქ. №43-ში, ასპინძაში კი ვარძიის ქ. №117-შია განთავსებული. სახელმწიფო სერვისების ხელმისაწვდომობა იუსტიციის სამინისტროს საქმიანობის პრიორიტეტული მიმართულებაა. საჯარო მომსახურება საქართველოს ნებისმიერ ქალაქსა თუ სოფელში ხელმისაწვდომი რომ იყოს, იუსტიციის სამინისტრო რამდენიმე პროექტს ახორციელებს. დიდ ქალაქებში უკვე ფუნქციონირებს ან დაგეგმილია იუსტიციის სახლების მშენებლობა, რაიონული ცენტრებისაგან დაშორებულ დაბებსა და სოფლებში კი სერვისების მიღება საზოგადოებრივ ცენტრებშია შესაძლებელი. ხორციელდება ექსპრეს საზოგადოებრივი ცენტრების პროექტი − იმ სოფლებში, სადაც საზოგადოებრივი ცენტრები არ ფუნქციონირებს, სერვისების მიღება „ლიბერთი ექსპრესის“ მანქანების საშუალებითაა შესაძლებელი.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)