|
2020-04-03 14:14:47, 16959 ნახვა
კულტურა
დავითაშვილი - საქართველოს აქვს ადეკვატური პოლიტიკა კრიტიკულ სიტუაციებში და მათშორის საგანგებო რეჟიმში მარაგების სწორად სამართავად
საქართველოში ჩვენ გვაქვს შესაბამისი ადეკვატური პოლიტიკა იმისთვის, რომ კრიტიკულ სიტუაციებში და მათშორის საგანგებო რეჟიმში ჩვენ მოვახდინოთ მარაგების სწორად მართვა და მიწოდების ჯაჭვის უწყევტობა - ამის შესახებ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, ლევან დავითაშვილი საგანგებო ბრიფიგზე აცხადებს. მან ასევე აღნიშნა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია გეოგრაფიულ ჭრილში თანაბრად გადანაწილდეს სურსათი რეგიონებში, განსაკუთრებით მკაცრი საკარანტინე ზონებში. „ჩვენ რეგულარულად ვაკეთებთ მარაგების მონიტორინგს, ასევე ახალი შესყიდვების შემოსვლის გრაფიკს ვადევნებთ თვალყურს. დღეს ჩვენ მარაგების კუთხით გვაქვს დამაიმედებელი მდგომარეობა და შეფერხება ამ მომენტისთვის არ არსებობს. მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული გამოწვევები მათ შორის შეზღუდული ექსპორტი რეგიონში ზოგადად არსებობს, დღეს ჩვენ მოსახლეობას აქვს შეუფერხებელი წვდომა სასურსათო პროდუქტზე. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს იყოს არა მხოლოდ ქვეყანაში არამედ გეოგრაფიულ ჭრილში ეს იყოს თანაბრად განაწილებული რეგიონებში. განსაკუთრებით ეს უკავშირდება მკაცრი საკარანტინე ზონების სურსათით მომარაგებას. ყველა რეგიონულ შტაბთან მიდის მუდმივი მუშაობა და ყველა შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურა არის ჩართული იმისთვის, რომ უწყვეტ რეჟიმში მიეწოდებოდეს მოსახლეობას სურსათი, პირველადი საჭიროების პროდუქცია და ამაზე რთქმაუნდა სახელმწიფო ზრუნასვ. ასეთ პირობებში, ქვეყნის სურსათით მომარაგება ხდება პრიორიტეტი. ეს არის გლობალური ტენდენცია. გლობალურად სავაჭრო შეფერხებები არის დღისწესრიგი ბევრ ქვეყანაში, არის სურსათის ჯაჭვის შემაფერხებელი ფაქტორები, რაზეც გაეროს სურსათისა და სოფლისმეურნეობის ორგანიზაცია (FAO) თავის ანალიზში აღნიშნავდა და მნიშვნელოვანია, რომ ეს იყოს გათვალისწინებული სასურსათო უსაფრთხოების თვალსაზრისით. ეს არის სამინისტროს რუტინული პოლიტიკის ნაწილი და ამ კუთხით საქართველოში ჩვენ გვაქვს შესაბამისი ადეკვატური პოლიტიკა იმისთვის, რომ კრიტიკულ სიტუაციებში და მათშორის საგანგებო რეჟიმში ჩვენ მოვახდინოთ მარაგების სწორად მართვა და მიწოდების ჯაჭვის უწყევტობა “, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
დეკანოზი ანდრია პოლიტპატიმრების შეწყალებაზე: კვლავ დავაყენებთ საკითხს და ვისაუბრებთ ამაზე ხელისუფლებასთან
მეუფე ილარიონი ვარაუდობს, რომ შიო III სინდისის პატიმრები გათავისუფლების საკითხს დააყენებს
პატრიარქ შიო III-ის აღსაყდრება დაიწყო - ცერემონიალს ბიძინა ივანიშვილიც ესწრება
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)