2020-03-26 18:59:44, 2941 ნახვა
სამართალი
ახალქალაქში, დეპუტატ ენზელ მკოიანის სახლთან, ცეცხლსასროლი იარაღით რამდენჯერმე გაისროლეს
ახალქალაქში, ოპოზიციის დეპუტატის, ენზელ მკოიანის სახლთან ცეცხლსასროლი იარაღით რამდენჯერმე გაისროლეს.
ადგილობრივების ინფორმაციით, გასროლის მიზეზი ენზელ მკოიანსა და სამველ პეტროსიანს შორის არსებული კონფლიქტია.
მათი თქმით, აღნიშნულ პირებს შორის კონფლიქტი უკვე წლებია გრძელდება.
გავრცელებული ინფორმაციით, ინციდენტის დროს ენზელ მკოიანი სახლში იმყოფებოდა.
როგორც „ექსპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი პრიმა ნაწილის (ბ) ქვეპუნქტით და ამავე კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით დაიწყო, რაც ჯგუფურად განხორციელებულ ძალადობასა და იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.
ავტორი: ექსპრესნიუსი,