|
2015-08-08 15:23:53, 583 ნახვა
საზოგადოება
კახა კახიშვილმა აგვისტოს ომში დაღუპული სპეცრაზმელების ოჯახის წევრებს სიმბოლური საჩუქრები გადასცა
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა კახა კახიშვილმა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული პენიტენციური დეპარტამენტის სპეცდანიშნულების რაზმის წევრთა მემორიალი გვირგვინით შეამკო. სასჯელაღსრულების სამინისტროს ინფორმაციით, კახა კახიშვილი დაღუპული სპეცრაზმელების ოჯახის მცირეწლოვან წევრებსაც შეხვდა და მათ სიმბოლური საჩუქრები გადასცა. მინისტრმა 2008 წლის აგვისტოს ომის მძიმე შედეგებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქართული სახელმწიფოებრიობის შენარჩუნება სწორედ ამ ადამიანების წყალობით მოხდა. კახა კახიშვილის განცხადებით, აგვისტოს ომის 7 წლისთავზე კიდევ უფრო მძაფრად ჩანს იმ ტრაგედიის შედეგები, რომელიც ომმა მოიტანა. „ეს არის ძალიან მძიმე დღე მთელი საქართველოსთვის. ეს არის ერთ-ერთი ტრაგიკული დღე ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. 7 წლის წინ ძალიან დიდი უბედურება დაატყდა ჩვენს ქვეყანას, ომმა ბევრი ახალგაზრდის, ბევრი ჩვენი თანამოქალაქის სიცოცხლე შეიწირა. ჩვენ ვალდებულები ვართ არა მხოლოდ ამ დღეს, არამედ ყოველდღიურ რეჟიმში ვიზრუნოთ იმ ადამიანების ოჯახებზე, რომლებმაც სიცოცხლე შეწირეს ქვეყანას. ამავდროულად, რა თქმა უნდა, თითოეული ნაბიჯი უნდა იყოს გათვლილი იმისთვის, რომ ის რაც ჩვენ დავკარგეთ, დავიბრუნოთ.“ - განაცხადა მინისტრმა. მემორიალის მონახულების შემდეგ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა პენიტენციური დეპარტამენტის სპეცდანიშნულების რაზმის შემადგენლობა მინისტრის რანგში პირველად მოინახულა. 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს პენიტენციური დეპარტამენტის სპეცდანიშნულების რაზმის 4 წარმომადგენელი დაიღუპა. პენიტენციური დეპარტამენტის დაღუპულ სპეცრაზმელთა მემორიალის მონახულებამდე სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე მივიდა და 2008 წლის ომში გარდაცვლილთა ხსოვნას პატივი მიაგო.
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)