15:23 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-25 18:34:49, 6248 ნახვა

სამხედრო
შემოწმებულ ორ სამხედრო მოსამსახურეს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

ლუგარის ლაბორატორიიდან მიღებული ანალიზის პასუხების მიხედვით სამხედროებს კორონავირუსული ინფექცია არ უდასტურდებათ.

ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყება ხაზგასმით აღნიშნავს, რომ დღემდე არც ერთ სამხედრო მოსამსახურეს კორონავირუსი არ დადასტურებია.

"უწყებამ სამხედროებში კორონავირუსის შესაძლო გავრცელების მაქსიმალური პრევენციის მიზნით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა. 21 მარტიდან საქართველოს თავდაცვის ძალები ყაზარმულ მდგომარეობაზე გადავიდა, რითაც მნიშვნელოვნად შემცირდა ბაზებზე ვირუსის გავრცელების ალბათობა. თავდაცვის სამინისტროს ტერიტორიასა და საქართველოს მასშტაბით თავდაცვის ძალების სამხედრო ბაზებზე სადეზინფექციო სამუშაოები რეგულარულად ტარდება. სპეციალური ჯგუფების მიერ მოწმდება სამხედრო მოსამსახურეების ტემპერატურა. შენობებში ხელმისაწვდომია შესაბამისი სადეზინფექციო და ჰიგიენის საშუალებები.

ჯერ კიდევ 12 მარტს, თავდაცვის მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ბრძანებით, თავდაცვის უწყების თანამშრომლების გარკვეული ნაწილი მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა, ხოლო გარკვეულ პირთა კატეგორიას სამსახურში გამოცხადება აეკრძალა. თვითიზოლაციაში მყოფი მოსამსახურეების მიერ შესაბამისი წესების დაცვის კონტროლს კი, სამხედრო პოლიციის დეპარტამენტი და გენერალური ინსპექცია ახორციელებს.

თავდაცვის სამინისტრო განსაკუთრებული ყურადღებით ეკიდება სამხედროების ჯანმრთელობას და იღებს შესაბამის პრევენციულ ზომებს მათი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად", - ნათქვამია სამინისტროს ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
16 მაისიდან N304 მარშრუტზე 18-მეტრიანი ავტობუსები იმოძრავებენ
ასტრახანის მახლობლად, „გაზპრომის“ ქარხანას დრონებით თავდასხმის დროს ცეცხლი გაუჩნდა
საფრანგეთის საელჩო - საფრანგეთი წარმატებებს უსურვებს ახალ პატრიარქს სულიერი მისიის შესრულებაში საქართველოს ერთიანობის სამსახურში
მოსკოვის საპატრიარქოს მილოცვა - ჩვენ დიდად ვაფასებთ იმ ფაქტს, რომ თქვენი ცხოვრების ნაწილი დაკავშირებულია მოსკოვთან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics