|
2015-08-08 12:53:11, 740 ნახვა
საზოგადოება
სკოლებში სასწავლო პროგრამას „სამხედრო ისტორია და ეროვნული თავდაცვა“ დაემატება
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა და საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, რომელიც ქართული ჯარის პოპულარიზაციის ხელშეწყობისა და საზოგადოებაში პატრიოტული სულისკვეთების გაზრდისთვის ერთობლივი პროექტების განხორციელებას ითვალისწინებს. მემორანდუმის ფარგლებში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ითანამშრომლებენ შემდეგი პროექტების განხორციელებისთვის: კონკურსი „თანამედროვე გმირები“;“საინფორმაციო-საგანმანათლებლო ექსკურსიები ქართულ საჯარისო დანაყოფებში სკოლის მოსწავლეებისთვის“; საჯარო სკოლებში ზოგადი განათლების საშუალო საფეხურზე განსაზღვრული არჩევითი საგნისთვის − „სამხედრო ისტორია და ეროვნული თავდაცვა“ − საგანმანათლებლო რესურსების ერთობლივად მომზადება; უახლოესი ისტორიის სტანდარტებისა და პროგრამის გადამუშავებაში მონაწილეობის მიღება. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო და საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ითანამშრომლებენ პროექტის − „წერილები ჯარისკაცებს“ − ფარგლებში. პროექტი ითვალისწინებს სკოლის IV-V კლასების მოსწავლეების მიერ წერილების დაწერას და ამ წერილების საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში მონაწილე ქართველ ჯარისკაცებთან გაგზავნას, ამასთან, საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში მონაწილე ქართველი ჯარისკაცებისგან საპასუხოდ მიღებული წერილების მოსწავლეებისთვის გადაცემას. პროექტის მიზანია სამშობლოდან შორს მყოფი მებრძოლებისათვის თანადგომისა და მხარდაჭერის გამოხატვა. ცნობისთვის, პროგრამა „წერილები ჯარისკაცებს“ 2012 წლიდან ხორციელდება. მასში საქართველოს 50 სკოლის 3000-მდე მოსწავლეა ჩართული. ისინი ეტაპობრივად უგზავნიან ავღანეთში მყოფ ქართველ ჯარისკაცებს წერილებს და მათ მიმართ ყურადღებასა და მხარდაჭერას გამოხატავენ. უმცროსკლასელებისთვის საპასუხო ბარათების მიღება სასიხარულო და საამაყო მოვლენაა.
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)