18:57 - 17 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-25 12:53:05, 2048 ნახვა

კომენტარი
პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერი - მარნეულსა და ბოლნისში 25 ადამიანს დაუფიქსირდა სიცხე, აქედან საყურადღებო იყო ორი პაციენტი

20 000 მეტი ადამიანის შემოწმდა ბოლნისსა და მარნეულში, აქედან მხოლოდ 25 ადამიანს დაუფიქსირდა სიცხე, საიდანაც საყურადღებო იყო ორი პაციენტის მდგომარეობა.

პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერის ირაკლი ჩიქოვანის თქმით, ეს პაციენტები გადაყვანილები არიან მარნეულის საავადმყოფოში.

„იცით, რომ  შემოწმებები დავიწყეთ ორივე რაიონში. დღეს უკვე ჯგუფები, რომლებიც დაკომპლექტებულია ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებითა და მედიკოსებით, მათ უკვე შეძლეს 20 000 მეტი ადამიანის მონახულება, ისინი ატარებენ გამოკითხვებს და ატარებენ სხვა პროტოკოლით გათვალისწინებულ ღონისძიებები. აქედან მხოლოდ 25 ადამიანს დაუფიქსირდა სიცხე, აქედან საყურადღებო იყო ორი და მოთავსებულები არიან მარნეულის საავადმყოფოში, თუმცა ამ მიმართულებითაც არის დადებითი ვითარება“, - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ხოშტარია: ჩემზე არ ინერვიულოთ, რუსებთან ბრძოლაში ბევრად მეტისთვის ვარ მზად
როგორ გამოიყენებ მზის ენერგიას ბიზნესში - გაიარე სრულად დაფინანსებული ბიზნესკურსი
ბოკუჩავა: პრეზიდენტ სააკაშვილის პოსტი უცნაურია, მსგავსმა იმპულსურმა გადაწყვეტილებებმა მიგვიყვანა იქამდე, სადაც ვართ
ევროპარლამენტმა საქართველოზე კრიტიკული ანგარიში მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics