|
2015-08-07 18:30:38, 599 ნახვა
საზოგადოება
ნიკა გვარამია: მოსამართლე ურთმელიძემ მედიის თავისუფლებაზე წინ საკუთრების უფლება დააყენა
„რუსთავი 2“–ის დირექტორის ნიკა გვარამიას შეფასებით, მოსამართლე თამაზ ურთმელიძემ ტელეკომპანიის დაყადაღებასთან დაკავშრებით უკანონო გადაწყვეტილება მიიღო. როგორც გვარამიამ ბრიფინგზე განაცხადა, ურთმელიძემ „მედიის თვისუფლებაზე წინ, საკუთრების უფლება დააყენა“. „მოსამართლე ურთმელიძის მიერ მიღებული იქნა უკანონო გადაწყვეტილება, მან მედიის თავისუფლებაზე წინ საკუთრების უფლება დააყენა, მესაკუთრეობის უფლებაც არის აბსოლუტურად საეჭვო, რადგან, სარჩელი, რომელზეც საუბარი მიდის, არის უპერსპექტივო, რაც თვალნათლივ შეიძლება დაინახოს პირველი კურსის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტმაც, ვინაიდან, სარჩელი არის ხანდაზმული. მოსარჩელე აპელირებს ძალადობრივ ჩამორთმევაზე და ძალადობრივ ჩამორთმევას აქვს ერთწლიანი ხანდაზმულობა. ეს სარჩელი ხანდაზმულია და სწორედ ასეთი სარჩელის პირობებში, მოსამართლე ურთმელიძემ გამოიტანა გადაწყვეტილება, სადაც მედიის თავისუფლება უხეშად იქნა შეზღუდული“, – აღნიშნა გვარამიამ. მისივე თქმით, მოსამართლე ურთმელიძე იუსტიციის მინისტრის „თეა წულუკიანის მოსამართლეთა ჯგუფს მიეკუთვნება“. „მოსამართლე ურთმელიძე არის ე.წ. ზონდერ მოსამართლე, რომელიც მიეკუთვნება წულუკიანის მოსამართლეთა ჯგუფს, რომელიც 2012 წლის ნოემბერში შეიქმნა და დაუფარავად მუშაობდა მთავრობაში, აწყობდა სასამართლო ხელისუფლებაში გადატრიალებას, მთვრობის სასარგებლოდ“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)