|
2015-08-07 13:52:43, 546 ნახვა
საზოგადოება
შს მინისტრი 2008 წლის აგვისტოს ომის დროს დაღუპული შსს-ს თანამშრომლების ოჯახის წევრებს შეხვდა
შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი 2008 წელს, აგვისტოს ომის დროს დაღუპული პოლიციელების ოჯახის წევრებს შეხვდა და მათ პირადად გაესაუბრა. უწყების ინფორმაციით, შეხვედრას თბილისიდან და საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან დაღუპულთა ოჯახები ესწრებოდნენ. მინისტრმა დაღუპულთა ოჯახებს ფულადი დახმარება, აგვისტოს ომში გარდაცვლილი თანამშრომლების შვილებს კი iPad Air-ები გადასცა. დაღუპული პოლიციელის - გია რომელაშვილის შვილი, თამარ რომელაშვილი, დღეს იუბილარია. მინისტრმა მას პირადად მიულოცა დაბადების დღე და საჩუქრები გადასცა. „მთელი საქართველო, შინაგან საქმეთა სამინისტრო, პირადად მე, პატივს მივაგებთ იმ გმირი ბიჭების სულებს, რომლებიც შეეწირნენ ჩვენი ქვეყნის მთლიანობას. ძალიან ძნელია შეუვსო ის სიცარიელე იმ ოჯახებს, რომლებიც მათ დატოვეს თავისი წასვლის შემდგომ, მაგრამ სახელმწიფო ყოველთვის ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ მაქსიმალურად შეუმსუბუქოს მათ ყოფა და დაეხმაროს ყველა პრობლემის მოგვარებაში. ესეთი ბიჭების, ესეთი გმირების მაგალითებზე უნდა იზრდებოდნენ მომავალი თაობები“,- განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა. 2008 წელს, რუსეთ-საქართველოს ომის დროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს 19 თანამშრომელი დაიღუპა.
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)