|
2020-03-21 12:53:01, 1083 ნახვა
საზოგადოება
სოლომონ პავლიაშვილი მსხვილი იმპორტიორების საწყობებში იმყოფებოდა და არსებული სასურსათო მარაგების შესახებ ინფორმაციას ადგილზე გაეცნო
თბილისში არსებული მსხვილი იმპორტიორების საწყობებში იმყოფებოდნენ და არსებული სასურსათო მარაგების შესახებ ინფორმაციას ადგილზე გაეცნენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი და სოფლის მეურნეობის სურსათისა და სოფლის განვითარების დეპარტამენტის უფროსი თენგიზ კალანდაძე. „გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო რეგულარულად იღებს ინფორმაციას არსებული სასურსათო მარაგებისა და ფასების შესახებ. დღეისათვის ქვეყანაში პირველადი მოხმარების სურსათის საკმარისი მარაგებია, რაც იმას ნიშნავს, რომ დეფიციტის საფრთხე არ არსებობს. მოსახლეობას პროდუქტების დიდი რაოდენობის შეძენის საბაბი არ აქვს; ასევე მნიშვნელოვანია, არ მოხდეს ფასების სპეკულაციური ზრდა. სოციალური პასუხისმგებლობა არსებულ ვითარებაში განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია“, - განაცხადა სოლომონ პავლიაშვილმა. პირველადი მოხმარების სასურსათო პროდუქციის საწყობების ხელმძღვანელების განცხადებით, მარაგები საკმარისია და მოსახლეობის სურსათით უზრუნველყოფა შეუფერხებლად ხორციელდება. ძირითადი მომწოდებელი ქვეყნებისგან (აზერბაიჯანი, თურქეთი, რუსეთი და უკრაინა) პროდუქციის მოწოდების მხრივ პრობლემები არ არსებობს. საბითუმო საწყობი „დაფნა“, შპს „ჯიბე“ და „მზიური“, სადაც ძირითადად საკვები ზეთის დასაწყობება ხდება, საკმარისზე მეტი პროდუქცია აქვთ და დამატებით ტვირთს რამდენიმე დღეში ელოდებიან.
ზელენსკიმ ტრამპთან Patriot-ის რაკეტების წარმოება და დიპლომატიის დაჩქარება განიხილა
ჯო უილსონი - “ქართული ოცნება” სიტყვის თავისუფლებას “სიძულვილის ენის” შეჩერების საბაბით ანადგურებს, ამ პრორუსულ, პროირანულ, პროჩინურ რეჟიმს ამერიკა ეზიზღება
ამერიკელმა სენატორები რუსეთის წინააღმდეგ „ჯოჯოხეთურ სანქციებზე“ შეთანხმდნენ
WSJ: ტრამპი იმედგაცრუებულია პუტინით ომის სწრაფად მოგების შესახებ მისი დაპირებების შეუსრულებლობის გამო
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)