|
2020-03-17 16:09:48, 1501 ნახვა
საზოგადოება
ტიკარაძე - მომზადებული გვაქვს ხელოვნური სუნთქვის აპარტები, თუმცა ჯერ არ დამდგარა მათი გამოყენების საჭიროება
ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ მომზადებულია ხელოვნური სუნთქვის აპარატები, თუმცა მათი გამოყენების საჭიროება ქვეყანაში ჯერ არ დამდგარა. როგორც ტიკარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ასევე მედპერსონალის რაოდენობაც საკმარისია. „დღესდღეისობით ჩვენთან არ დამდგარა საჭიროება გამოგვეყენებინა ხელოვნური სუნთქვის აპარატები. თუმცა ისინი ყველა სტაციონარში მობილიზებლი გვაქვს . ამ ეტაპზე, მინდა დავამშვიდო მოსახლეობა - ჩვენ არ გვყავს ისეთი მძიმე პაციენტი, რომელსაც ესაჭიროება ხელოვნური სუნთქვის აპარატი. თუმცა, მიუხედავად ამისა, დღეისათვის მომზადებული გვაქვს ხელოვნური სუნთქვის 150 აპარატი. საჭიროების შემთხვევაში მოხდება მათი გამოყენება. ჩვენ ასევე ვმუშაობთ როგორც პირველადი ჯანდაცის რგოლთან, ასევე ჩვენს სხვა ექიმებთან, რომლებიც ამ პაციენტებს სტაციონარში მკურნალობენ. დღეისთვის მათი რაოდენობა არის საკმარისი, ისინი არიან მზად და ეტაპობრივად გადიან გარკვეულ კონსულტაციებს და ტრენინგებს იმის შესაფერისად, თუ რა საჭიროება დგება ყოველ შემდეგ ნაბიჯზე“, - განაცხადა ტიკარაძემ.
WSJ: ტრამპი იმედგაცრუებულია პუტინით ომის სწრაფად მოგების შესახებ მისი დაპირებების შეუსრულებლობის გამო
თინათინ რუხაძე კულტურის მინისტრის თანამდებობას ტოვებს
მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ ია მელითაური 5-დღიან პატიმრობაში გაუშვა
მამუკა ფიფიამ მაგინა და დამემუქრა - პრორუსულ ფლანგში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)