|
2020-03-16 18:03:22, 1070 ნახვა
საზოგადოება
„ბილაინი“ საზღვრების დახურვის გამო ევროკავშირის ქვეყნებში, დიდ ბრიტანეთში, თურქეთსა და უკრაინაში დარჩენილ საქართველოს მოქალაქეებს როუმინგის ინტერნეტპაკეტს უფასოდ გაუაქტიურებს
საერთაშორისო ჯგუფ „ვიონის“ წევრი, ბილაინი მხარდაჭერას უცხადებს მომხმარებლებს, რომლებიც ევროკავშირის ქვეყნებში, დიდ ბრიტანეთში, თურქეთსა და უკრაინაში საზღვრების დახურვის გამო ამ დროისთვის საქართველოში ვერ ბრუნდებიან და მათთვის შეუფერხებელი კავშირის უზრუნველყოფისთვის, საჩუქრად ურიცხავს მობილურ ინტერნეტს. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის თანახმად, ახალი კორონავირუსის გავრცელების ეპიცენტრად ამ ეტაპზე ევროპა ითვლება, რის გამოც არაერთი ქვეყნის საზღვარი დაიკეტა. ბილაინის მომხმარებლებს, რომელთა საქართველოშიც დაბრუნება ევროკავშირიდან, დიდი ბრიტანეთიდან, თურქეთიდან და უკრაინიდან შეფერხდა, ავტომატურად დაერიცხებათ გიგაბაიტები როუმინგში გამოსაყენებლად. მომხმარებლებს შესაბამისი შეტყობინება სმს-ით მიუვათ. როუმინგით მოსარგებლე მომხმარებლებს, ასევე, უფასოდ შეუძლიათ დაუკავშირდნენ ბილაინის სატელეფონო ცენტრს: (+995 32) 2 200 611 ბილაინმა ევროპაში COVID-19-ის აღმოჩენისთანავე დაიწყო პრევენციული ზომების მიღება და დღესაც აქტიურად განაგრძობს. უსაფრთხოების მიზნით კომპანიამ 1-ელ აპრილამდე დახურა მაღაზიები თბილისის, ქუთაისისა და ბათუმის აეროპორტებში და სრულად დისტანციურ მუშაობაზე გადაიყვანა სათავო ოფისი. ბილაინის აბონენტებს შეუძლიათ, უფასოდ განახორციელონ ზარები ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელ ხაზებზე. ბილაინის ნებისმიერი მომსახურების მიღება მომხმარებლებს დისტანციურად, MyBeeline აპლიკაციისა და ბილაინის ვებგვერდის მეშვეობით შეუძლიათ.
WSJ: ტრამპი იმედგაცრუებულია პუტინით ომის სწრაფად მოგების შესახებ მისი დაპირებების შეუსრულებლობის გამო
თინათინ რუხაძე კულტურის მინისტრის თანამდებობას ტოვებს
მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ ია მელითაური 5-დღიან პატიმრობაში გაუშვა
მამუკა ფიფიამ მაგინა და დამემუქრა - პრორუსულ ფლანგში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)