|
2020-03-16 14:37:09, 1219 ნახვა
საზოგადოება
თბილისის მერია სხვადასხვა დაწესებულებებში დასაქმებულების სახელფასო დაფინანსებას გაცდენილი საათების ანაზღაურების საფუძველზე გააგრძელებს
თბილისის მერია სხვადასხვა პროგრამებსა და დაწესებულებებში დასაქმებული პირების სახელფასო დაფინანსებას გაცდენილი საათების ანაზღაურების საფუძველზე გააგრძელებს. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა. მისი თქმით, მერია განაგრძობს სოციალურად დაუცველი მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე მოსწავლეების და ასევე, არამოთხოვნადი სპეციალობებით დაინტერესებული მოსწავლეების პროგრამების დაფინანსება. „რისკებისგან დაცვის მიზნით თბილისის მუნიციპალიტეტი ცენტრალურ ხელისუფლებასტან ერთად ინტენსიურ რეჟიმში მუშაობს და ეძებს გზებს ვირუსის გავრცელების პრევენციის პარალელურად, როგორ შეიძლება შევუმსუბუქოთ მდგომარეობა ჩვენს მოსახლეობას. როგორც იცით, ახალი კორონავირუსის პრევენციის ღონისძიებების გატარების მიზნით დროებით შეჩერებულია სასწავლო პროცესი და რიგი სასწავლო და სამედიცინო ან სხვა ტიპის მუნიციპალური პროგრამების მუშაობა. თბილისის მერია ითვალისწინებს შექმნილ მდგომარეობას და იმის გამო, რომ ამ პროგრამებში და დაწესებულებებში დასაქმებული ადამიანები ამ რთულ სიტუაციაში შემოსავლის გარეშე არ დარჩნენ, უწყვეტად განვაგრძობთ ამ პროგრამების სახელფასო დაფინანსებას. კერძოდ, მომსახურების შეჩერების მიუხედავად გაგრძელდება აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის ცენტრების, საცურაო აუზების, სპორტული სკოლების პედაგოგ-მასწავლებლების ხელფასების დაფინანსება, რომელიც გაიცემა იმ პირობით, რომ კორონავირუსით გავრცელების საფრთხის გამოწვევის პერიოდის დასრულების შემდეგ პედაგოგ-მასწავლებლებმა უნდა აანაზღაურონ ყველა გაცდენილი საათი. გაგრძელდება სოციალურად დაუცველი მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე მოსწავლეების და ასევე, არამოთხოვნადი სპეციალობებით დაინტერესებული მოსწავლეების პროგრამების დაფინანსება“, - განაცხადა კახა კალაძემ. მისივე თქმით, სწავლების შეჩერების მიუხედავად, გაიცემა მერიის ბალანსზე არსებულ კულტურული, სპორტული, საგანმანათლებო და ახალგაზრდულ ცენტრებში დასაქმებული პერსონალის - მწვრთნელებისა და პედაგოგების მარტის თვის სახელფასო ანაზღაურება. მათ შორის საუბარია ხელოვნების სკოლების, მოსწავლე ახალგაზრდობის სახლების, მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის პედაგოგებზეც. „ჯამში, ამ გადაწყვეტილებით, ჩვენ უზრუნველვყოფთ თბილისის მუნიციპალურ პროგრამებში ჩართული 2500-დე პედაგოგის, მწვრთნელის და თერაპევტის ხელფასების დაფინანსებას, რომლებიც სასწავლო პერიოდში, ყოველთვიურად დაახლოებით 25 ათასამდე ბავშვსა და ახალგაზრდას ემსახურებიან. ჩვენი ხელისუფლებისთვის, ჩვენი გუნდისთვის უპირველესი მიზანი მოქალაქეების ჯანმრთელობა და მათზე ზრუნვაა, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ვირსუსის გავრცელებას ეკონომიკური ეფექტებიც მოჰყვება, რასაც ზემოთ ჩამოთვლილი ინიციატივები შეამსუბუქებს და დასაქმებულ ადამიანებს, სხვადასხვა სერვისის მიმწოდებელ სამსახურებს დაფინანსებას სრულად შეუნარჩუნებს“, - განაცხადა კალაძემ.
თინათინ რუხაძე კულტურის მინისტრის თანამდებობას ტოვებს
მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ ია მელითაური 5-დღიან პატიმრობაში გაუშვა
მამუკა ფიფიამ მაგინა და დამემუქრა - პრორუსულ ფლანგში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
სასამართლომ საკრებულოსთან გამართულ აქციაზე დაკავებული აქტივისტი, ვასო ბერიძე 5 000 ლარით დააჯარიმა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)