|
2020-03-15 15:26:16, 1615 ნახვა
საზოგადოება
მამა იოანე - ერთი კოვზით ზიარების წესი არ შეიცვლება, საუკუნოვანი ტრადიციაა
„უკვე ითქვა, რომ არ შეიცვლება ერთი კოვზით ზიარების წესი, რადგან ეს არის საუკუნოვანი ტრადიცია“, - ამის შესახებ არქიმანდრიტმა იოანე მჭედლიშვილმა ჟურნალისტებს კორონავირუსის გავრცელების გამო ზიარების წესის შესაძლო შეცვლაზე განუცხადა. მისი თქმით, ზიარებისას შეიცვლება მხოლოდ ის, რომ ზიარების შემდგომ „სიტკბოების“ მიღებისას ერთჯერადი ან საკუთარი ჭიქებით დალევენ. „საპატრიარქომ გაავრცელა წერილი, მოუწოდა დედა ეკლესიამ მის შვილებს, რომ დაიცვას ექიმების ყველა რეკომენდაცია, დაიცვან უსაფრთხოება და ასევე მოუწოდა, რომ 12 საათისთვის ყველა მოქმედ ეკლესიაში დაირეკოს ზარები და უნდა ითქვას სამი ლოცვა. ასევე რეკომენდაცია აქვთ ასეთი, რომ ყველამ ყოველ დილით დალიოს ნაკურთხი წყალი და ასხუროს, ასევე მოუწოდა, რომ თავი შეიკავონ საზღვარგარეთ ვიზიტებისგან, თუნდაც ეს მომცველობის სახის იყოს. ზიარების წესზე, უკვე ითქვა, რომ არ შეიცვლება ერთი კოვზით ზიარების წესი, რადგან ეს არის საუკუნოვანი ტრადიცია, მხოლოდ შეიცვლება ის, რომ ზიარების შემდგომ „სიტკბოების“ მიღებისას ერთჯერადი ან საკუთარი ჭიქებით დალევენ“, - განაცხადა მამა იოანემ. შეგახსენებთ, რომ გუშინ, 14 მარტს საპატრიარქომ კორონავირუსთან დაკავშირებით ახალი განცხადება გაავრცელა, რომლის მიხედვითაც, ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის, დასაშვებად მიაჩნიათ, ზიარების შემდეგ სასმლის, „სიტკბოების“ მიღება საკუთარი ან ერთჯერადი ჭიქით მოხდეს.
თინათინ რუხაძე კულტურის მინისტრის თანამდებობას ტოვებს
მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ ია მელითაური 5-დღიან პატიმრობაში გაუშვა
მამუკა ფიფიამ მაგინა და დამემუქრა - პრორუსულ ფლანგში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
სასამართლომ საკრებულოსთან გამართულ აქციაზე დაკავებული აქტივისტი, ვასო ბერიძე 5 000 ლარით დააჯარიმა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)