|
2015-08-05 12:05:21, 524 ნახვა
საზოგადოება
მარტოხელა პენსიონერებს დახმარება 20 აგვისტოდან აღუდგებათ
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილის ზაზა სოფრომაძის განცხადებით, პენსიონერებს, რომლებსაც გარკვეული პერიოდის განმავლობაში დახმარება შეუჩერდათ, დახმარების თანხის გაცემა 20 აგვისტოდან აღუდგებათ. ამის შესახებ მან დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. "20 აგვისტოდან იმ თანხების გაცემა დაიწყება, რომელიც საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული ცვლილების შედეგად, აღუდგებათ მარტოხელა პენსიონერებს. იმ მარტოხელა პენსიონერებს, რომლებსაც გარკვეული დროის განმავლობაში შეჩერებული ჰქონდათ დახმარება, ამ დახმარების მიღება ჩვეულებრივად შეეძლებათ", - აღნიშნა სოფრომაძემ ამასთან, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ბოლო დროს სოციალურად დაუცველი ადამიანების პრეტენზიებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ სამინისტროს მიერ სოციალურად დაუცველი ოჯახების საჭიროება შესწავლილია. „ბოლო პერიოდში, მიზანმიმართული კამპანიის ხასიათი მიიღო ჩვენი ოპონენტების მხრიდან, შეჭირვებული ოჯახების გამოყენებამ პოლიტიკური მიზნებისთვის. ჩვენს მიერ შესწავლილია ყველა სოციალურად დაუცველი ოჯახის საჭიროება. აქვე, მინდა განვმარტო, რომ სახელმწიფო ყველაზე შეჭირვებულ ოჯახებს ეხმარება. სოციალური მომსახურების სააგენტოს დახმარებით, დღეისთვის, მიმართა მილიონ 600 ათასზე მეტმა ადამიანმა. ცხადია, სახელმწიფოს არ შეუძლია, ყველას აღმოუჩინოს ფინანსური დახმარება, ამისთვის, არსებობს კომპენსაციის სხვა მექანიზმები და ამ მხრივ, ჩვენი ხელისუფლება, არაერთი წარმატებული პროექტის ავტორია", - განაცხადა ზაზა სოფრომაძემ.
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)