|
2020-03-13 12:35:11, 1544 ნახვა
საზოგადოება
გლდანში, მაისურაძის ქუჩის დარჩენილ ნაწილზე გზის საფარის მოწყობა დასრულდა
გლდანის რაიონის გამგეობის მიერ პატარა ტბის დასახლებაში, ზაქარია მაისურაძის ქუჩის მონაკვეთზე საგზაო სამუშაოები დასრულდა. აღნიშნულ მისამართზე სანიაღვრე ქსელი მოეწყო, რის შემდეგაც საგზაო სამუშაოები განხორციელდა და დაახლოებით, 4 422 კვადრატულ მეტრ ფართობზე ორი ფენა ასფალტის საფარი დაიგო, მოეწყო ბორდიური და ფეხით სავალი ბილიკები. სამუშაოებისთვის,რომელსაც გლდანის რაიონის გამგეობის დაკვეთით, შპს ,,იბერი“ ასრულებს, 281 591 ლარია გათვალისწინებული. მიმდინარე წელს გამგეობის მიერ სხვადასხვა ქუჩის მოწესრიგება მიმდინარეობს,მათ შორის უკვე დასრულდა ანდრონიკაშვილის II შესახვევის, ლიბანის ქუჩიდან 9 ძმა ხერხეულიძის ქუჩამდე მისასვლელი გზის, ღვალაძის ქუჩის მონაკვეთის, სოფელ გლდანში 26 მაისის IX ჩიხის ასფალტის საფარის მოწყობა. მუხიანის I მიკრორაიონის N13 და ლიბანის N29-31, ა მიკროს N48-50 კორპუსების მიმდებარედ კი ეზოს მოწესრიგება დასრულდა. გარდა ამისა, ამ ეტაპზე კორპუსების შიდა ეზოს მოწესრიგება 5 მისამართზე მიმდინარეობს. უმოკლეს დროში კი, დასრულდება ხერგიანის და ჭელიძის ქუჩებზე გზის საფარის მოწყობაც.
მამუკა ფიფიამ მაგინა და დამემუქრა - პრორუსულ ფლანგში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
სასამართლომ საკრებულოსთან გამართულ აქციაზე დაკავებული აქტივისტი, ვასო ბერიძე 5 000 ლარით დააჯარიმა
92 წლის ასაკში გარდაიცვალა ქართველი ისტორიკოსი თინათინ ქუთელია
MMA-ს მებრძოლი, გიორგი ქართველიშვილი ამბობს, რომ აბულინგებენ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)