|
2020-03-12 15:55:10, 1640 ნახვა
საზოგადოება
მთავრობა მოქალაქეებს მოუწოდებს, იუსტიციის სახლებში, საზოგადოებრივ ცენტრებში და რეესტრის სამსახურებში მისვლისგან თავი შეიკავონ
საქართველოს მთავრობა მოქალაქეებს მიმართავს, იუსტიციის სახლებში, საზოგადოებრივ ცენტრებში, რეესტრის სამსახურებსა და სანოტარო ბიუროებში მისვლისგან თავი შეიკავონ. ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს. უწყება მოქალაქეებს მოუწოდებს, რომ იუსტიციის სახლს მხოლოდ გადაუდებელი აუცილებლობის დროს ეწვიონ. „ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით იუსტიციის სახლი, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო და საჯარო რეესტრი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციის გათვალისწინებით, მოსახლეობას მოუწოდებენ, მოერიდონ ხალხმრავალ ადგილებს და გარდა გადაუდებელი აუცილებლობისა, თავი შეიკავონ იუსტიციის სახლებში, საზოგადოებრივ ცენტრებში, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსა და საჯარო რეესტრის ტერიტორიულ სამსახურებსა და სანოტარო ბიუროებში ვიზიტისგან. იუსტიციის სახლში არსებული 450-მდე სერვისით სარგებლობა მოქალაქეებს ჩვეულებრივ შეუძლიათ, თუმცა, მაღალი სოციალური პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, სისტემის თანამშრომლებისა და სერვისის მისაღებად მისული პირების ჯანმრთელობის დაცვის მიზნით მოგიწოდებთ, რომ, გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევის გარდა, თავი აარიდოთ იუსტიციის სახლში, საზოგადოებრივ ცენტრებში, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, საჯარო რეესტრის ტერიტორიულ სამსახურებსა და სანოტარო ბიუროებში ვიზიტს. ასევე, იუსტიციის მინისტრის მითითებით, დღეიდან 14 აპრილის ჩათვლით, პრობაციონერები თავისუფლდებიან პრობაციის ბიუროში გამოცხადების ვალდებულებისგან. 14 აპრილის ჩათვლით არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ბიუროში გამოუცხადებლობა პრობაციონერებს ჩაეთვლებათ საპატიოდ. - ეწვიეთ იუსტიციის სახლს მხოლოდ გადაუდებელი აუცილებლობის დროს! - ნუ ეწვევით იუსტიციის სახლს, საზოგადოებრივ ცენტრებს, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, საჯარო რეესტრის ტერიტორიულ სამსახურებსა და სანოტარო ბიუროებს თანმხლებ პირებთან და ბავშვებთან ერთად! - ისარგებლეთ დისტანციური სერვისებით (http://sda.gov.ge/?page_id=4118)! დაინტერესებულ პირებს ინფორმაციის მიღება დისტანციური სერვისების ჩამონათვალის და სხვა საკითხების შესახებ შეუძლიათ იუსტიციის სახლის ცხელ ხაზზე: 2405 405, ან იუსტიციის სახლის ონლაინ ჩატში შემდეგ მისამართზე: http://chat.cloud.gov.ge/ აქვე მოგიწოდებთ, დაიცვათ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციები.“, - ნათქვამია იუსტიციის სამინისტროს განცხადებაში.
მამუკა ფიფიამ მაგინა და დამემუქრა - პრორუსულ ფლანგში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
სასამართლომ საკრებულოსთან გამართულ აქციაზე დაკავებული აქტივისტი, ვასო ბერიძე 5 000 ლარით დააჯარიმა
92 წლის ასაკში გარდაიცვალა ქართველი ისტორიკოსი თინათინ ქუთელია
MMA-ს მებრძოლი, გიორგი ქართველიშვილი ამბობს, რომ აბულინგებენ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)