|
2020-03-12 14:04:11, 1574 ნახვა
საზოგადოება
სამხედრო ქალაქში მულტიფუნქციური სივრცე ეწყობა
სამგორის გამგეობა რაიონში დასასვენებელი სივრცეების მოწყობას აქტიურად განაგრძობს. სამხედრო ქალაქში, აბაშვილის ქუჩის N3 კორპუსის მიმდებარედ მასშტაბური პროექტი ხორციელდება. 5 200 კვ.მ ფართობზე მულტიფუნქციური დასასვენებელი სივრცის მოწყობა მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში, ტერიტორიაზე მოეწყობა სკვერი, რომელშიც განთავსდება საბავშვო მოედნები, მულტიფუნქციური ატრაქციონი, ფიტნეს ზონა, სკეიტ მოედანი, დასასვენებელი პავილიონები, ჩოგბურთის მაგიდა, საქანელა სკამები, საბაღე სკამები და ურნები. ჰიდროთესვის პრინციპით ბალახი დაითესება და დაირგვება სხვადასხვა სახეობის ნერგი. სავალი ბილიკები ტრავერტინის ფილებით მოპირკეთდება. ასევე, სკვერის ტერიტორია დამცავი ღობით შემოიფარგლება და მოეწყობა განათების სისტემა. გასულ წელს სკვერის მიმდებარედ მოეწყო კალათბურთის მოედანიც. ამჟამად, სკეიტ მოედნის მოწყობა მიმდინარეობს. მიმდინარე პროცესი სამგორის რაიონის გამგებელმა კახა სამხარაძემ დაათვალიერა. სამუშაოებს, სამგორის რაიონის გამგეობის დაკვეთით, კონტრაქტორი კომპანია „მონოლითი-2005“ ასრულებს. პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 777 810 ლარია.
მამუკა ფიფიამ მაგინა და დამემუქრა - პრორუსულ ფლანგში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
სასამართლომ საკრებულოსთან გამართულ აქციაზე დაკავებული აქტივისტი, ვასო ბერიძე 5 000 ლარით დააჯარიმა
92 წლის ასაკში გარდაიცვალა ქართველი ისტორიკოსი თინათინ ქუთელია
MMA-ს მებრძოლი, გიორგი ქართველიშვილი ამბობს, რომ აბულინგებენ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)