|
2020-03-06 16:05:09, 1869 ნახვა
საზოგადოება
რესპუბლიკური საავადმყოფოს საკარანტინო ზონიდან 17 პაციენტს დღეს გაწერენ
რესპუბლიკური საავადმყოფოს საკარანტინო სივრცეში მყოფი 44 პაციენტიდან 17-ს დღეს გაწერენ. როგორც საავადმყოფოს დირექტორი ლევან გოფოძე ამბობს, აუცილებელია გაწერილი პაციენტები თვითიზოლაციაში დარჩნენ. „გასაწერად ანუ ბინაზე დაკვირვებისთვის გადასაყვანად ვამზადებთ 17 მოქალაქეს. მათი მონაცემები გაიგზავნა უკვე დაავადებათა კონტროლის ცენტრში და ველოდებით მათგან პასუხს. როგორც კი მოგვივა, ეს მოქალაქეები მზად არიან, რათა თვითიზოლაციის რეჟიმში გადავიდნენ. საგანგებო სამსახური ამოწმებს მათ საბინაო პირობებს, რამდენად არის შესაძლებელი მათი თვითიზოლაცია. შეიძლება განაცხადოს მოქალაქემ, რომ აქვს ამის პირობები და სინამდვილეში არ აღმოჩნდეს. როგორც კი ეს დადგინდება, ამის შემდგომ ვიღებთ მატან ინფორმაციას, რომ მზად არიან ისინი გასაწერად მოდის სპეციალური ტრანსპორტი და გადაჰყავს პაციენტები ბინაზე“, - განაცხადა ლევან გოფოძემ. ცნობისთვის, ამ დროისთვის საქართველოს მასშტაბით კარანტინის რეჟიმში 162 ადამიანი იმყოფება. საკარანტინო ზონებია მოწყობილი თბილისში, აბასთუმანში, საჩხერესა და ქუთაისში. კორონავირუსით ინფიცირებული ადამიანთა რაოდენობა 9-ს შეადგენს.
იაპონიაში 7.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, რის შემდეგაც ცუნამის საფრთხე გამოცხადდა
ღამით მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯანდარში კაცი დაჭრეს - დაკავებულია ერთი პირი
გურიაში 14 წლის მოზარდის გაუპატიურების ბრალდებით ბიძა დააკავეს
გალტ & თაგარტმა საქართველოს სასაწყობე და ლოგისტიკის ბაზრის კვლევა წარადგინა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)