|
2020-03-06 10:28:15, 1027 ნახვა
საზოგადოება
კორონავირუსის გამო, Ryanair-ი თბილისის მიმართულებით რეისებს ამცირებს, ქუთაისის მიმართულებით კი 1 თვით აჩერებს
კორონავირუსის გამო, Ryanair-ი იტალიიდან საქართველოს მიმართულებით ფრენების რაოდენობას ამცირებს, ნაწილს კი აუქმებს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია ავიაკომპანიის ოფიციალურ ვებ-გვერდზეა განთავსებული. როგორც კომპანიაში განმარტავენ, ყველა მგზავრს, რომლებსაც აღნიშნული ცვლილება შეეხოთ ინფორმაცია მიეწოდათ და გადახდილი საფასური სრულად აუნაზღაურდებათ. „COVID-19-ის გავრცელების გამო და სამთავრობო საკუთრებაში არსებული ქართული აეროპორტების მოთხოვნის შესაბამისად, ჩვენ შევწყვიტეთ ფრენების ნაწილი იტალიიდან საქართველოს მიმართულებით. კერძოდ, მილანი-თბილისის მიმართულებით რეისები 7 მარტამდე შესრულდება, ხოლო 8 მარტიდან 7 აპრილამდე კი კვირაში 2 რეისამდე შემცირდება. ბოლონიიდან ქუთაისის მიმართულებით რეისები 7 მარტამდე შესრულდება, ხოლო 8 მარტიდან 7 აპრილამდე კი სრულად შეჩერდება. აღნიშნული ცვლილებებით დაზარალებულ ყველა მომხმარებელს ინფორმაცია მიეწოდათ და სრულად აუნაზღაურდებათ გადახდილი საფასური. აგრეთვე, მათ ჩვენი გვერდიდან საშუალება ექნებათ სრულიად უფასოდ შეცვალონ ფრენის მიმართულებაც და თარიღიც“, - ნათქვამია ავიაკომპანიის განცხადებაში. ამასთან, ავიაკომპანიამ დროებით შეაჩერა ფრენები იორდანიის, ისრაელის, მონტენეგროსა და ჩეხეთის მიმართულებით.
იაპონიაში 7.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, რის შემდეგაც ცუნამის საფრთხე გამოცხადდა
ღამით მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯანდარში კაცი დაჭრეს - დაკავებულია ერთი პირი
გურიაში 14 წლის მოზარდის გაუპატიურების ბრალდებით ბიძა დააკავეს
გალტ & თაგარტმა საქართველოს სასაწყობე და ლოგისტიკის ბაზრის კვლევა წარადგინა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)