|
2020-03-06 00:22:00, 1787 ნახვა
საზოგადოება
კორონავირუსის გავრცელების გამო საქართველოს საკონსულოებში ცხელი ხაზის დამატებითი ნომრები ამოქმედდება
საგარეო საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილებით, ყველა ის საკონსულო დაწესებულება, რომელიც კორონავირუსის აქტიური გავრცელების ზონაში მდებარეობს საგანგებო რეჟიმში იმუშავებს და ცხელი ხაზის დამატებით ნომრები ამოქმედდება. იტალიაში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების მატებისა და საქართველოს მოქალაქეების მიმართვიანობის მატებასთან დაკავშირებით, იტალიაში საქართველოს საელჩოს საკონსულო სამსახურში ცხელის ხაზის დამატებითი ნომრები ამოქმედდა. იტალიის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩო ვებ საიტსა და სოციალურ ქსელებში განცხადებას აქვეყნებს და საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებს, დაემორჩილონ ადგილობრივი ხელისუფლების მითითებებსა და რეკომენდაციებს. თვითნებურად არ მიმართონ ამბულატორიებსა და სამედიცინო დაწესებულებებს და რესპირატორული სიმპტომების დროს (მაღალი სიცხე, ხველა, ყელის ტკივილი) დარეკონ იტალიის ჯანდაცვის სამინისტროს გამოქვეყნებულ ცხელი ხაზის ნომრებზე: 112 და 118. ასევე, საჭიროების შემთხვევაში დაუკავშირდნენ საქართველოს საელჩოს ქ. რომში ცხელი ხაზის ნომრებზე: (+39 33) 3887-91-23; (+39 35) 0131-21-31; (+39 35) 0148-31-14. საჭიროების შემთხვევაში იტალიაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს ასევე შეუძლიათ მიმართონ იტალიის ჯანდაცვის სამინისტროს რეგიონულ სამსახურებს შემდეგ ცხელი ხაზის ნომრებზე: ბაზილიკატა: 800.99 66 88 პიემონტე: 24 საათის განმავლობაში 800-192-020, ან სამუშაო დღეებში 8-დან 20 საათამდე: 800-333-444; ვალე დ'აოსტა: 800-122-121; ლომბარდია: 800-894-545; ალტო ადიჯე: 800-751-751; ტრენტოს პროვინცია: 800-867-388; ბოლცანოს პროვინცია: 800-751-751; ვენეტო: 800-462-340; ფრიული ვენეცია ჯულია: 800-500-300; ტოსკანა: 800-556-060; უმბრია: 800-636-363; მარკე: 800-936-677; ემილია-რომანია: 800-033-033; კამპანია: 800-909-699; ვრცელი ინფორმაცია კორონავირუსთან ბრძოლისა და რეკომენდაციებთან დაკავშირებით შეგიძლიათ იხილოთ საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ გვერდზე https://stopcov.ge/
იაპონიაში 7.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, რის შემდეგაც ცუნამის საფრთხე გამოცხადდა
ღამით მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯანდარში კაცი დაჭრეს - დაკავებულია ერთი პირი
გურიაში 14 წლის მოზარდის გაუპატიურების ბრალდებით ბიძა დააკავეს
გალტ & თაგარტმა საქართველოს სასაწყობე და ლოგისტიკის ბაზრის კვლევა წარადგინა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)