13:10 - 28 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-05 11:26:59, 1137 ნახვა

საზოგადოება
დაავადებათა კონტროლის ცენტრმა კორონავირუსის გაშუქებასთან დაკავშირებით ჟურნალისტებისთვის რეკომენდაციები გასცა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი კორონავირუსთან დაკავშირებით ჟურნალისტებისთვის და მედია-ორგანიზაციებისთვის რეკომენდაციებს ავრცელებს.

როგორც დაავდებათა კონტროლის მიერ გავრცელებულ რეკომენდაციიაშია აღნიშნული,  COVID-19-თან დაკავშირებული მიმდინარე მოვლენების ან შესაძლო დაინფიცირებული შემთხვევის გაშუქების დროს მედიის წარმომადგენლებმა უნდა გაითავლისწინონ და დაიცვან მარტივი რეკომენდაციები.

„ ა) შესაძლო ინფიცირებულ ადამიანთან ახლო კონტაქტისგან თავის არიდება სამედიცინო ნიღბის გამოყენების გარეშე.

ბ) შესაძლო დაინფიცირებული შემთხვევის გაშუქებისას ინტერვიუს წარმოება მიკროფონის დამჭერი გრძელი ჯოხით.

გ) ინტერვიუს დროს მიკროფონის გამოყენება ღრუბლის გარეშე. დასრულებისთანავე მიკროფონის მთლიან კორპუსს უნდა ჩაუტარდეს დეზინფექცია.

დ) უსაფრთხო დისტანციის შენარჩუნება - არანაკლებ 1-1.5 მეტრი მანძილი ჟურნალისტსა და რესპონდენტებს შორის, განსაკუთრებით იმ პირებთან, რომლებიც ახველებენ, აცემინებენ ან/და მაღალი სიცხე აქვთ. რესპირაციული ინფექციით ინფიცირებული ადამიანი, მათ შორის ახალი COVID-19 ინფექციით, ხველისა და ცემინების დროს ავრცელებს ვირუსის შემცველ წვეთებს, ახლო მანძილზე, შესაძლებელია მოხდეს ვირუსის ჩასუნთქვა.

ე) სამუშაო პროცესის დასრულებისთანავე რეკომენდებულია ნიღბის მოხსნა, წინა ზედაპირის შეხების გარეშე და გადაგდება სანაგვე ყუთში.

ვ) სველი წესით გაწმენდა და დეზინფექციის ჩატარება იმ ნივთებისთვის, რომელთაც მუშაობის პროცესში ხშირად ეხებიან (ჯერჯერობით ცნობილი არ არის, თუ რამდენ ხანს ინარჩუნებს ვირუსი სიცოცხლისუნარიანობას სხვადასხვა ზედაპირზე, თუმცა, არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით - რამდენიმე საათს).

ზ) ახალი კორონავირუსისგან თავის დასაცავად საჭიროა დაცული იყოს გრიპისა და სხვა რესპირაციული დაავადებების პრევენციის ზოგად რეკომენდაციები:

ხელის ხშირი დაბანა, არანაკლებ 20 წამის განმავლობაში საპნითა და წყლით, ან ხელის დამუშავება სპირტის შემცველი ხსნარით.

დაუშვებელია თვალების, ცხვირისა და პირის ღრუს დაუბანელი ხელით შეხება“, - ნათქვამია დაავდებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ რეკომენდაციებში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
შსს-მ „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 27 პირი დააკავა
უკრაინულმა დრონებმა მოსკოვის რეგიონში კიდევ ერთ ლოჯისტიკურ ცენტრს შეუტიეს
TI-მ ნანუკა ჟორჟოლიანის სამდღიან დაკავებასთან დაკავშირებით ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში სარჩელი შეიტანა
ჯანდაცვის სამინისტრო: C ჰეპატიტის განკურნების მაჩვენებელი საქართველოში 99%-ს აღწევს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics