|
2020-03-05 10:20:21, 884 ნახვა
საზოგადოება
დათვების თავშესაფრის საკვები პროდუქტით მომარაგებასთან დაკავშირებით თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, ცხვარიჭამიაში მდებარე დათვების თავშესაფარს სხვადასხვა სახის დაზიანებულ საკვებ პროდუქტებს ჰიპრემარკეტი „კარფური“ ყოველდღიურად მიაწვდის. აღნიშნულის შესახებ, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, იური ნოზაძემ, დათვების თავშესაფრის დამფუძნებელმა, სოსო ჯიქურიშვილმა და ჰიპერმარკეტის „კარფური“ გენერალურმა მენეჯერმა, ქრისტოფ ორსემ თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი. მემორანდუმი მიზნად ისახავს ბრაკონიერების, ასევე მოსახელობის ტყვეობიდან დახსნილი საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი მურა დათვების დაცვას და მათი საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას. „მისასალმებელია, რომ ჰიპერმარკეტი „კარფური“ გამოეხმაურა ჩვენი სამინისტროს ინიციატივას, რომლის ფარგლებშიც დათვების თავშესაფარს ნარჩენ პროდუქტს სიმბოლურ ფასად მიაწვდის. მინდა, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო თავშესაფრის შექმნის ინიციატორს, სოსო ჯიქურაშვილს. ვიმედოვნებ, რომ აღნიშნული მემორანდუმი ხელს შეუწყობს იმ მანკიერი პრაქტიკის დასრულებას, რომელიც წლების განმავლობაში ქვეყანაში ხორციელდებოდა“, - აღნიშნა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, იური ნოზაძემ. როგორც ქრისტოფ ორსემ აღნიშნა, ჰიპერმარკეტი „კარფური“ მზადყოფნას გამოთქვამს ცხოველთა უფლებების დაცვის მიმართულებით გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წამოწყებულ ინიციატივას შეუერთდეს და ერთობლივი აქტივობებით, ხელი შეუწყოს თავშესაფარში მყოფი ტყვეობიდან დახსნილი დათვების საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას.
შსს-მ „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 27 პირი დააკავა
უკრაინულმა დრონებმა მოსკოვის რეგიონში კიდევ ერთ ლოჯისტიკურ ცენტრს შეუტიეს
TI-მ ნანუკა ჟორჟოლიანის სამდღიან დაკავებასთან დაკავშირებით ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში სარჩელი შეიტანა
ჯანდაცვის სამინისტრო: C ჰეპატიტის განკურნების მაჩვენებელი საქართველოში 99%-ს აღწევს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)